თბილისში, მთაწმინდის ფერდობზე ხანძარია. ცეცხლი სავარაუდოდ, ბალახს გაუჩნდა, შეინიშნება ძლიერი დაკვამლიანება. ადგილზე მობილიზებული არიან სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.
აბასთუმნის ტყეში ხანძრის ღია კერები არსად აღარ არის, ამჟამად სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს და ცოცხალი ძალა ჯერჯერობით იმავე რაოდენობით რჩება, რაც აქამდე იყო მობილიზებული, განუცხადა ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა, რომელმაც ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულ ყველა ადამიანს, მათ შორის ადგილობრივებს, მადლობა გადაუხადა.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა საქართველოში ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იანის ზლამეცს შეხვდა. ეს იყო გამოსამშვიდობებელი შეხვედრა, იანის ზლამეცს საქართველოში აკრედიტაციის ვადა ამოეწურა.
ღამის საათებში, ძლიერი წვიმის შედეგად მესტიის მუნიციპალიტეტის ლენჯერის ტერიტორიულ ერთეულში „კაერის" ღელე ადიდდა, რამაც საფრთხე შეუქმნა საგზაო ინფრასტრუქტურას. ადგილზე იმყოფებოდა მესტის მუნიციპალიტეტის გამგებელი და შესაბამისი სამსახურები. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები.
ალექსეევკის სამხედრო აეროდრომზე აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსისა და არმიის წარმომადგენლების მორიგი ნაკადი ჩამოვიდა. უცხოელ სამხედროებს მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2017-ის ხელმძღვანელი, საქართველოს სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდალი დახვდა.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები დედოფლისწყაროდან სამხრეთ-დასავლეთით 21 კმ-ში, სოფელი გამარჯვებადან 21 კმ-ში დაფიქსირდა.
ხობის მუნიციპალიტეტის შავღელეს ადმინისტრაციული ერთეულის მცხოვრებლებმა ყურბან-ბაირამის დღესასწაული იზეიმეს. ყურბან-ბაირამის ლოცვა შავღელეს მეჩეთის წინამძღვარმა ზურაბ ტარიელაძემ შეასრულა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამმინისტროს ცნობით, ამის შესახებ საუბარია ვიშეგრადის ოთხეულის დეკლარაციაში, რომელიც 31 აგვისტოს ბუდაპეშტში მიიღეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციას კონგრესმენ ჰეროლდ როჯერსის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.