თეთრი სახლი კონგრესს იმ ადამიანების გადაუდებელ დაფინანსებას სთხოვს, ვინც ქარიშხალმა „ჰარვიმ“ დააზარალა.
ვარშავის ზოოპარკის დირექტორმა განაცხადა, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, იგი თბილისის ზოოპარკის საჭიროებებს შეისწავლის, რის შემდეგაც პოლონური მხარე თბილისს იმ ცხოველებსა და ფრინველებს გადმოსცემს, რომლებიც თბილისის ზოოპარკისთვის პირველ ეტაპზე იქნება აუცილებელი.
ბუდაპეშტში ვიზიტისაას, საქართველოს ვიცე პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე უნგრელ კოლეგას პიტერ სიიარტოს შეხვდა.
ე.წ. ციანიდის საქმეზე, დღეს საქალაქო სასამართლოში დასკვნითი სხდომა გაიმართება. სხდომაზე მოსამართლე ბესიკ გიუნაშვილი განაჩენის გამოსტანად გავა, მანამდე კი, სასამართლოს დასკვნითი სიტყვით თავად ბრალდებული, დეკანოზი გიორგი მამალაძე მიმართავს.
სამაუწყებლო კომპანიის ცნობით, მკვლელობაში სავარაუდო ეჭვმიტანილი გარდაცვლილის თანასოფლელი და ბავშვობის მეგობარია.
ამერიკის შეერთებული შტატები სან-ფრანცისკოში რუსეთის ფედერაციის საკონსულოს, ვაშინგტონსა და ნიუ იორკში საკონსულო ობიექტებს ხურავს.
საქართველოს გენერალური პროკურატურა დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე დაკავებული ორი პირის - რომელთა შორისაა ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, ლევან ძაგნიძე - შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, დაბა აბასთუმნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობდა ავიაცია: საქართველოს 2, აზერბაიჯანის 1 და თურქეთის 2 ვერტმფრენი, ასევე, უკრაინის სახანძრო-სამაშველო თვითმფრინავი.
სამართალდამცავებმა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ყოფილი უფროსის მოადგილე ლევან ძაგნიძე დააკავეს. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2”-მა გაავრცელა.
ჰამიდ ყარზაის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ბაზაზე მარათონი გაიმართა. სპორტული აქტივობა ქართველი მშვიდობისმყოფელის დღეს მიეძღვნა და მასში მონაწილეობა 9 ქვეყნის ასამდე სამხედრო მოსამსახურემ მიიღო. ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, გამარჯვებულები სიგელებით დააჯილდოვა და საჩუქრები გადასცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.