იმდენად, რამდენადაც ცეცხლის ღია კერები აღარ გვაქვს, ვერტმფრენების გამოყენების აუცილებლობა ამ ეტაპზე აღარ არის, ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დროებით შევაჩეროთ ვერტმფრენებით მუშაობა, აღნიშნული განცხადება ზეკარის უღელტეხილზე მყოფმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა.
შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, დღეიდან ბორჯომის ხეობაში მუშაობას გამომძიებლების 30-კაციანი ჯგუფი შეუდგა. როგორც მინისტრმა, ჟურნლისტებს განუცხდა, უახლოეს მომავალში გამომძიებლები ჩაერთვებიან ასევე აბასთუმანშიც.
ამ დღეებში იყო ბევრი წარმატება სპორტის კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა სპორტსმენებმა ძალიან გაგვახარეს - იყო სამი ისტორიული გამარჯვება, მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
28 ათასზე მეტი სტუდენტი შეუდგა სწავლას. მინდა, მათ ვუსურვო, შეიძინონ ის ცოდნა, უნარ-ჩვევები, რომელიც ჩვენს ქვეყანას და რა თქმა უნდა, მათ გამოადგებათ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყანას ძალიან ნათელი მომავალი გააჩნია, მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა და 24-ის გადარჩენა მოხერხდა მუმბაიში მას შემდეგ რაც იქ შენობა ჩამოიქცა.
შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, აბასთუმნის ტყეში ხანძრის ყველა ღია ცეცხლის კერა ფაქტობრივად ჩამქრალია. მინისტრის პროგნოზით, „დღის ბოლომდე, თუკი ამინდი შეგვიწყობს ხელს, ხანძარი ფაქტობრივად ლოკალიზებული იქნება".
თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე, რომელი ქრთამის აღების ბრალდებით არის დაკავებული, სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
ოზურგეთში, მალაზონიას ქუჩაზე მამაკაცმა ყოფილი სიდედრი, მისი მეზობელი და მცირეწლოვანი ბავშვი დაჭრა. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.
უამრავი სპეკულაცია მოვისმინე რუსეთის ჩართულობასთან დაკავშირებით. არ მინდა მწვავე გამოთქმები ვიხმარო, მაგრამ სამარცხვინოა რაც მოვისმინე, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო ოპერაციაში დახმარების თხოვნით რუსეთისთვის მიმართვის საკითხზე გააკეთა.
ჩვენ დაგვჭირდება მომავალი სისტემური ცვლილებები, ასევე ინფრასტრუქტურის განახლება, მთავრობის ადინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.