აბასთუმანში შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ჩავიდა. აბასთუმნის ტყეში, იქ, სადაც ამ წუთებში ხანძარია, სახანძრო-სამაშველო ჯგუფებია მობილიზებული.
ასპინძის მუნიციპალიტეტში სოფელ ოთის მისასვლელი გზის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. ასპინძის გამგეობის ცნობით, სოფელ ოთის მისასვლელი გზის I ეტაპი 2 200 მეტრი გზის ბეტონის საფარით მოწყობას ითვალისწინებს.
ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე, ძლიერი ქვის ცვენის გამო, ყოველდღე საღამოს 19:00 სთ-დან დილის 06:00 სთ-მდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.
„რუსეთისადმი დახმარების თხოვნით მიმართვა გარკვეულ ტკივილებს შეიცავს", აღნიშნული განცხადება „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ბორჯომის ხანძრის დროს, რუსეთისთვის დახმარების თხოვნით მიმართვის საკითხზე გააკეთა.
ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ სვირის მიმდებარე ტერიტორიაზე, მთის ფერდობზე, წიწვოვანი ტყის მასივში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე ათეულობით მეხანძრე-მაშველი, შესაბამის ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკასთან ერთად, ოპერატიულად მივიდა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრი და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ხელმძღვანელობდნენ.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას თქმით, ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დახმარების თხოვნის თაობაზე რუსეთისადმი მიმართვის საკითხზე, პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრის მისვლა საჭირო არ არის.
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ივერიაში მისასვლელი გზის აღდგენითი სამუშაოები სრულდება. გზის სავალ ნაწილზე მოეწყო მილხიდები და ასფალტ-ბეტონის ჯამში 2410 მეტრი სიგრძის საფარი.
თბილისის მერმა მოადგილესთან და სატრანსპორტო კომპანიის გენერალურ დირექტორთან ერთად, განახლებული მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ გახსნა. სადგურის აღდგენა 2016 წელს დაიწყო. დედაქალაქის მერიის ცნობით, სამუშაოების ფარგლებში განახლდა სადგურის ქვედა და ზედა ვესტიბიულების ინტერიერი, გარემონტდა დახრილი გვირაბი, გაიწმინდა იატაკის გრანიტი და მარმარილო.
აბასთუმნის ტყეში ხანძარია. შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ტექნიკა.
შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირის მიმდებარედ გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.