აბასთუმანში, ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში უკრაინული და აზერბაიჯანული ავიაცია ჩაერთვება, რისთვისაც საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უკრაინისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს მადლობას უხდის.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი სხვადასხვა სფეროში ორმხრივ ურთიერთობებს და ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობას შეეხო.
ხობის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამა მოქმედებს, რომელიც სოციალურად დაუცველი ოჯახების სახლების შესაკეთებლად ერთჯერადი თანხით დახმარებას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აბასთუმნის ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო ოპერაციაში დახმარების სურვილი გამოხატა საფრანგეთმა, რომელთანაც ქართული მხარე კონსულტაციებს აწარმოებს.
დუშეთის გამგეობის ცნობით, შვეიცარიიდან და გერმანიიდან მოწვეულმა პედაგოგებმა ქართველ ხელოვანებთან ერთად, ჩაატარეს მასტერკლასები ოთხი მიმართულებით: მოძრაობის, რითმიკის, პაპმაშესა და (ქაღალდისა და წებოს მეშვეობით ფიგურების დამზადება) ფოტოგრაფიაში. აქტივობაშიროგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი მოზარდები ჩაერთნენ.
აბასთუმნის ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო ოპერაციაში დახმარების მიღების თაობაზე, დამატებითი კონსულტაციები ირანთან და აზერბაიჯანთან მიმდინარეობს. აღნიშნულ ინფორმაციას შს სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, დედაქალაქის მთავრობა მერიაში არსებული „მახინჯი ბიუროკრატიული სისტემის" წყალობით, „წურბელებივით აზის თბილისელებს".
საქართველოში თურქეთის ელჩის, ზექი ლევენთ გუმრუჩქუს განცხადებით, თურქეთი საქართველოს აბასთუმნის ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვდაციო ოპერაციაშიც გაუწევს დახმარებას.
არსებობს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობისა და სატრანზიტო დერეფნის განვითარების პოტენციალი, რაც ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ უნდა გამოვიყენოთ, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება თურქმენეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ მინისტრთან შეხვედრისას გააკეთა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას გიორგი კვირიკაშვილმა სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მიმართულებით არსებულ დიდ პოტენციალზე ისაუბრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.