შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, აბასთუმნის ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მძიმე ტექნიკა ჩაერთვება.
ჯიხეთის დედათა მონასტრისკენ მიმავალი გზის ერთკილომეტრიანი მონაკვეთის აღდგენა დაიწყო. მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები ლანჩხუთის გამგებელმა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა მოინახულეს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო ოპერაციაში დახმარების თაობაზე რუსეთისთვის მიმართვის გამო, პარლამენტში მთავრობის წევრების, მათ შორის, საგარეო უწყების პირველი პირის დაბარებას ეხმაურება.
აბასთუმნის ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. წიწვოვან ტყეში გაჩენილი ცეცხლი ქარიანი ამინდის გამო სწრაფად ვრცელდება.
ჰიუსტონის სიახლოვეს მდებარე მთავარი კაშხლიდან წყალმა გადმოსვლა დაიწყო, რადგან შტორმ „ჰარვის“ თანმხლებმა კოკისპირულმა წვიმამ რეზერვუარი სწრაფად აავსო. ინფორმაციას BBC ტეხასის ხელისუფლების ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ხონის მუნიციპალიტეტში 2014-2017 წლებში ათობით ლოკაციაზე, ქალაქსა და სოფელში გარე-განათების სისტემა დამონტაჟდა. ინფორმაციას შესრულებული სამუშაოების შესახებ, ხონის გამგეობა ავრცელებს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (29 აგვისტო, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0026 პუნქტით გაუფასურდა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სამშაბათს ტეხასში ჩასვლას გეგმავს, რათა ადგილზე გაეცნოს გამანადგურებელი ტროპიკული შტრომის, „ჰარვის“ მიერ მიყენებულ ზარალს. მისი თეთრ სახლში შესვლის შემდეგ ეს პირველი ყველაზე დიდი ბუნებრივი უბედურებაა ამერიკისთვის.
სოფელ შინდისში უფროსი სერჟანტის, ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტების საბრძოლო მომზადების კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.