საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია საგანგებო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხდებაშია აღნიშნული, ბოლო დღეების განმავლობაში, ბორჯომის ხეობაში მასშტაბური ხანძრის შედეგად დამწვარი ტყის აღდგენის პროგრამაში ჩართვის სურვილი გამოთქვეს როგორც ბიზნესის, საბანკო სექტორის წარმომადგენლებმა, ისე მოქალაქეებმა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ხანძრის სალიკვიდაციოდ შექმნილ საგანგებო შტაბში მივიდა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი დამოუკიდებელ კანდიდატს, ალეკო ელისაშვილს 10 000 ხელმოწერის შეგროვებაში დახმარებას სთავაზობს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ბორჯომის ხეობაში, სტიქიის ზონაში ჩავიდა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად, ატენის ხეობაში იმყოფებოდა.
სტიქიის სალიკვიდაციოდ შექმნილ საგანგებო შტაბში გაეროს მუდმივი კოორდინატორი და გაეროს განვითარების მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ნილს სკოტი მივიდა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (24 აგვისტო, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0223 პუნქტით გაუფასურდა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ზურაბ ალავიძის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში ამ დროის მონაცემებით, ხანძრის შედეგად, დაახლოებით, 100 ჰექტარზე მეტი ფართობია დამწვარი.
საქართველოს ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებმა უკრაინის დამოუკიდებლობის 26-ე წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმში მიიღეს მონაწილეობა. ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაულის ოცეულმა კიევის ცენტრალურ გამზირზე ჩაიარა.
საგანგებო შტაბის ცნობით, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თვალივში ხანძარი ლიკვიდირებულია - ვერტმფრენმა მუშაობა სტიქიის ზონაში უკვე დაასრულა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.