მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ონოღიაში საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ, გიორგი გოროზიამ დაათვალიერა.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ლაიტი“ ENPARD-ის (ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარებისათვის) მიერ დაფინანსებული პროექტის „თანამშრომლობა საქართველოში სოფლის აღორძინებისათვის“ ფარგლებში მოპოვებული გრანტით, ქალაქ ხობში სიმინდის მარცვლის გადამამუშავებელ მცირე საწარმოს აშენებს.
ბორჯომის ხეობაში, სტიქიური უბედურების ზონაში ცეცხლის კიდევ ერთი ახალი კერა გაჩნდა. როგორც შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხდა, ცეცხლის მხოლოდ ერთი ახალი კერა არსებობს და ამ კერამდე მეხანძრე-მაშველები უკვე მისულები არიან.
ხონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით ქალაქ ხონში, ა(ა)იპ „სათნოების სახლის“ ბაზაზე, სოციალურად დაუცველთათვის, ინოვაციური სერვისი „სოციალური სამრეცხაო“ ამოქმედდა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (23 აგვისტო, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0033 პუნქტით გაუფასურდა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ბორჯომის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს.
დანიის ტერიტორიულ წყლებში ნაპოვნი უთავო ტანი იდენტიფიცირებული იქნა, როგორც დაკარგული შვედი ჟურნალისტი კიმ ვოლი, განაცხადა დანიის პოლიციამ.
პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ პრეზიდენტის ბრძანება დაამტკიცა.
ჩვენ ერთობლივი ძალებით აუცილებლად დავამარცხებთ ამ სტიქიას და აუცილებლად მეორე დღიდანვე დავიწყებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეს ჩვენი უნიკალური ბორჯომის ტყე-პარკი აღვადგინოთ, განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
„ჩვენ ერთობლივი ძალებით აუცილებლად დავამარცხებთ ამ სტიქიას", აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.