საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორად არჩილ ჯაფარიძე დაინიშნა.
დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თვალივში ორი დღის წინ გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც GUARDIAN.GE-ს დუშეთის გამგებელმა, ვაჟა ჩოხელმა განუცხადა, სტიქიის ზონაში სამაშველო და სატყეო სამსახურების მობილიზების გარდა, ამ წუთებში დამატებით ვერტმფრენიც მუშაობს.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას, რუსეთის მიერ გამოთქმულ მზადყოფნას ბორჯომის ხეობაში გაჩნილი მასშტაბური ხანძრის სალიკვიდაციო ოპერაციაში ჩართვის შესახებ, კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათთან გამთენიისას მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულები, რომელთა შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია, ერთი ოჯახის წევრები არიან.
საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში, სტიქიური უბედურების ზონაში ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
ბორჯომის ხეობაში სამაშველო 4-კაციანმა ჯგუფმა, როგორც თავად აცხადებს, სოფელ დაბას შესასვლელთან მარცხენა, ერთ-ერთი მთის ფერდობის ბოლო მაღლობზე აღმოაჩინა ბოთლი, რომელიც ძალიან წააგავდა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილს“.
ბორჯომის ხეობაში ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლას 6 ვერტმფრენი და ერთი თვითმფრინავი ადრიანი დილიდან შეუდგა. მძიმე ტექნიკას მუშაობა ღამის განმავლობაში არ შეუწყვეტია.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა ბორჯომის ხეობაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ, ოთხშაბათ საღამოს, (8:45 საათზე) მორიგი კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ძლიერმა ქარმა ხანძრის რამდენიმე კერა გააძლიერა, თუმცა დასძინა, რომ ვითარება კონტროლს ექვემდებარება და „ამ წუთას მოსახლეობის მიმართულებით [ცეცხლის] გავრცელების საფრთხე არ არსებობს“.
თვეების განმავლობაში იმის შესახებ ვარაუდების გამოთქმების შემდეგ, თუ როგორ მიუდგებოდა პრეზიდენტი ტრამპი ავღანეთს, მისმა ახალმა სტრატეგიამ ამერიკის ყველაზე ხანგრძლივად მიმდინარე ომზე ნათელი გახადა, რომ მისი ადმინისტრაცია ავღანეთიდან არა თუ გამოსვლას, არამედ იქ ჯარების დამატებას და „გამარჯვებამდე ბრძოლას“ აპირებს.
ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ჯემალ მებუკემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, ვალერი ბახტაძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, კობა კუბლაშვილმა ხონში, ჭანტურიას ქუჩაზე და ცენტრალურ საბავშვო ბაღამდე მისასვლელი გზის დასრულებული და მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.