ბორჯომის მუციპალიტეტის სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძრის სალიკვიდაციოდ შექმნილმა საგანგებო შტაბმა მორიგი სხდომა გამართა, რომლის დასრულების შემდეგაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ მედიას განუცხადა, რომ ამ ეტაპზე მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება დღის წესრიგში არ დგას და წუხანდელთან შედარებით უფრო საიმედო მდგომარეობაა, თუმცა ყველაფერი ამინდზე იქნება დამოკიდებული.
ატენის ხეობაში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ბოშურთან ხანძარია გაჩენილი, რომელიც დაახლოებით 2 ჰა-ზეა მოდებული და რომლის ჩაქრობაც ამ დრომდე ვერ ხერხდება.
შეერთებულმა შტატებმა ათეულობით იმ რუსულ და ჩინურ კომპანიასა და ინდივიდზე დააწესა სანქციები, რომლებსაც ვაშინგტონი ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის განვითარების ხელშეწყობაში სდებს ბრალს.
ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზების პროცესში უკვე 5 ვერტმფრენი მონაწილეობს. ხანძრის ჩასაქრობად 1 აზერბაიჯანულ და 2 ქართულ ვერტმფრენთან ერთად, 2 თურქული ვერტმფრენიც ასრულებს საავიაციო სამუშაოებს, აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც ცოტა ხნის წინ საგანგებო შტაბმა გაავრცელა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ სირაძე, რომელიც ამ წუთებში სოფელ დაბაში, სტიქიის ზონაში, იმყოფება, აცხადებს, რომ სააგენტოს მეხანძრეები და მაშველები, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა შესაბამის დანაყოფებთან ერთად, მობილიზებულები არიან, რათა ხანძარი დასახლებულ პუნქტამდე არ მივიდეს.
ამერიკის შეერთებული შტატების ოჰაჰიოს შტატში მოსამართლემ სასამართლოს გარეთ სასიკვდილოდ დაჭრა შეიარაღებული მამაკაცი მას შემდეგ რაც თავადაც სერიოზული ჭრილობები მიიღო თავდამსხმელის მიერ ჩასაფრებული პოზიციიდან ცეცხლსასროლი იარაღით განხორციელებული სროლებისას.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე, ბოლო დღეებში გააქტიურდა მეწყერული მონაკვეთი.
ჩვენ, როგორც საქართველოს პარტნიორებს, გვსურს მხარი დავუჭიროთ და დავეხმაროთ საქართველოს ამ ძალისხმევაში, რომ მოახდინოს ხანძრის ლიკვიდაცია, აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, იან კელიმ გააკეთა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტყეში გაჩენილი ხანძარი სოფელ დაბას უახლოვდება და იმისათვის, რომ ცეცხლი დასახლებულ პუნქტზე არ გადმოვიდეს, მიმდებარე ტერიტორიაზე მეხანძრეთა მობილიზაცია მიმდინარეობს.
იტალიის კუნძულ ისკიაში მომხდარი საშინელი მიწისძვრის შემდეგ მაშველებმა სამი მცირეწლოვანი ძმიდან ბოლო, ყველაზე უფროსი ძმის ნანგრევებიდან ამოყვანის ოპერაცია ჩაატარეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.