ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მის მიერ გატარებული საშინაო თუ საგარეო პოლიტიკა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის უკმაყოფილების საგანი იქნება, რადგან მისი წინასაარჩევნო კამპანიის დანაპირების შესრულება - ნავთობზე ფასების დაბლა დაწევა - რუსეთის ეკონომიკისთვის ერთ-ერთი მთავარ დარტყმას წარმოადგენს, გამომდინარე იქიდან, რომ მოსკოვი „ფულს ენერგომატარებლებიდან აკეთებს“.
ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა კორუფციის ბრალდებით გაასამართლეს და ცხრაწელიწადნახევრიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
ხონის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის ეზოში, სპორტისა და ახალაგზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, „სპორტის ინფრასტრუქტურის, რეაბილიტაციისა და სპორტული ინვენტარის განახლების პროგრამის" ფარგლებში გამაჯანსაღებელი მოწყობილობები მოეწყო.
დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭართლის ადმინისტრაციულ ერთეულში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
დონალდ ტრამპ უმცროსის შეხვედრამ ქალთან, რომელზეც მას უთხრეს, რომ რუსეთის მთავრობის ადვოკატი იყო და რომელსაც „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, ჰილარი კლინტონის შესახებ უნდა გადაეცა მამხილებლი ინფორმაცია, რაც შეიძლებოდა რომ მამამისს საპრეზიდენტო კაპმანიაში დახმარებოდა, შესაძლოა გამომძიებლებს უბიძგოს იმის გამოძიების დაწყებისკენ, დაარღვია თუ არა შეერთებული შტატების საარჩევნო კანონი პრეზიდენტ ტრამპის უფროსმა ვაჟმა, - აცხადებენ ექსპერტები.
სამტრედიის მუნიციპალიტეტში გარე განათების ქსელის მოწყობა მიმდინარეობს. სამტრედიის გამგეობის ცნობით, სამტრედია-ხონის ცენტრალურ სატრანსპორტო მაგისტრალზე, ნაბაკევის თემის სოფელ კვირიკეს ტერიტორიაზე ქსელის სრულყოფის მიზნით, გარე განათების ლამპიონები ემატება.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (12 ივლისი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0002 პუნქტით გამყარდა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის გაუქმება არ იგეგმება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ერთი ნაწილი რუსულ პროვოკაციების, ხოლო მეორე ნაწილი რუსების მიზნის ხელშეწყობას ცდილობს.
საქართველოს ეროვნულ გვარდიას პოლკოვნიკი ირაკლი ჭუმბურიძე უხელმძღვანელებს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დღეს ეროვნულ გვარდიაში მეთაურობის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი პირველად გაიმართა - ამით ის ახალი ტრადიცია გრძელდება, რომელსაც საფუძველი, მინისტრ ლევან იზორიას გადაწყვეტილებით, გასულ წელს გენერალური შტაბის უფროსის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალის გამართვით ჩამოყალიბდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.