საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის ორგანიზებით, სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებისთვის მხარდამჭერი ღონისძიება გაიმართა.
პირადად ჩემსა და პრემიერ მინისტრს შორის არის სრული კოორდინაცია საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ჩინეთმა სამაშბათს უჩვეულოდ ძლიერი გამონათქვამებით უპასუხა შეერთებული შტატებისაგან არაერთგზის მოწოდებას ჩრდილოეთ კორეაზე უფრო მეტი ზეწოლის განხორციელებასთან დაკავშირებით, დაჟინებით მოითხოვა რა, შეჩერდეს „ჩინეთის პასუხისმგებლობის თეორიაზე“ საუბრები და განაცხადა, რომ ყველა მხარემ თავისი წილი ტვირთი უნდა ზიდოს.
ბრალდებული გიორგი მამალაძე სხვადასხვა შპს-ში გაფორმებული იყო როგორც შპს-ს მამაო, აღნიშნული განცხადება ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა, ზვიად გუბელაძემ გააკეთა.
საქართველოს პრეზიდენტი აღმოსავლეთ პარტნიორობის საგანგებო დავალებათა ელჩებს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა ელჩებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა გააცნო.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სპასოვკაში, გამგეობისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის" ხელმძღვანელობითა და ინიციატივით, „ღორჯომობა" აღინიშნა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (11 ივლისი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0006 პუნქტით გამყარდა.
„ჩვენ დაველოდებით ოპოზიციის წინადადებებს და შესაბამისად, მივიღებთ გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ რა წინადადებები შეიძლება აისახოს კონსტიტუციაში“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო კანონპროექტთან დაკავშირებით მმართველ გუნდსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსულტაციების გამართვის საკითხთან დაკავშირებით.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში პრეზიდენტის როლთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარს, ამერიკელ პოლიტოლოგს, ლინკოლნ მიტჩელს უმასპინძლა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.