ანტარქტიკიდან, სადაც ახლა შუა ზამთარია, სულ ახლახან ერთ-ერთი ყველაზე დიდი აისბერგი მოსწყდა, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა.
თერჯოლაში, მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, თემურ ქოჩიაშვილის ინიციატივით დასუფთავების აქცია ჩატარდა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი „რუსთავი 2"-თან ინტერვიუს პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი თამარ ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამაუკა მდინარაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2"-თან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს ეხმაურება.
სასტუმრო „მერკურიში“ მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2017-ის“ საბოლოო დაგეგმვის კონფერენცია მიმდინარეობს. სწავლების ხელმძღვანელმა, სახმელეთო ჯარების დასავლეთის სარდალმა, პოლკოვნიკმა გიორგი მათიაშვილმა კონფერენციაში ქართველ და უცხოელ მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და სწავლების მაღალხარისხიანად ჩატარება უსურვა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრის ბრიტანელი მრჩეველი, კაპიტანი ახილეს ბარონი მედლით „გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა.
ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ყველა ქართველისთვის - მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ასე შეაფასა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ძირითად ნუსხაში გელათის სამონასტრო კომპლექსის დაბრუნება.
ენერგეტიკის მინისტრად ილია ელოშვილი დაინიშნა, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ახალი მინისტრი პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა.
საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ვიცე პრემიერად დაინიშნა. როგორც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, პრიორიტეტებში გამოიკვეთოს საგარეო მიმართულება.
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვაჟა ჩოხელი აცხადებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის ძირითად მიმართულებას და პრიორიტეტს ინფრასტრუქტურის განვითარება და სოციალური პროექტების განხორციელება წარმოადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.