ჩვენ ვამაყობთ თითოეული თქვენგანით და საქართველო არის ერთიანი თქვენი უდიდესი გმირობის დაფასებაში, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ამ სიტყვებით მიმართა პრემიერ მინისტრმა სასაზღვრო პოლიციის მფრინავებს, მაშველებსა და მეხანძრეებს.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, მოციქულების, პეტრეს და პავლეს ხსენების დღეს აღნიშნავს. პეტრე-პავლობის დღესასწაულს წინ ერთთვიანი მარხვა უძღოდა, რომელიც 12 ივნისს დაიწყო. ოთხშაბათის გამო, დღეს მორწმუნეებისთვის მარხვა მხოლოდ თევზითაა ხსნილი.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი - ოთარ აბესაძე დააკავეს.
თურქეთისთვის „სანუგეშო“ იქნება თუკი ევროკავშირი განაცხადებს, რომ ქვეყანას ბლოკის წევრ სახელმწიფოდ არ მიიღებენ, განაცხადა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა BBC-სთან საუბარში.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ხელმძღვანელი პირისაგან ზოგჯერ საჭიროა გადამწყვეტი და გაბედული ქმედებები, „შეტევა და კარების ატალახება“, რადგან „უბრალოდ წაწოლილი ელემენტები“ არავის არ უყვარს და ამის მაგალითად აშშ-ის და საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტებთან, ჯორჯ დაბლიუ ბუშთან და ნიკოლას სარკოზისთან 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდის ურთიერთობები გაიხსენა.
თბილისის მერად აყრევინებენ კენჭს ადამიანს, რომელსაც მე მგონი, საშუალო სკოლა არ აქვს დამთავრებული, აღნიშნული განცხადება „რუსთავი 2"-ის გადაცემაში „არჩევანი" პირდაპირი ჩართვისას საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს დღეს საერთაშორისო არენაზე მხარდაჭერა არ გააჩნია და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონეზე ქვეყანას „ჭირისუფალი“ არ ჰყავს და ეს გასაგებიცაა რადგანაც, მისი თქმით, ყოფილი პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს 2012 წელს „აფერისტს“ ეძახდა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ ის, რამაც 2008 წელს რუსული აგრესია შეაჩერა, დღეს ქვეყანას მცოცავი ოკუპაციის შესაკავებლადაც კი აღარ გააჩნია - მისი აზრით, აგვისტოს ომის დროს, საერთაშორისო თანამეგობრობის სრული მობილიზაციის პირობებში, თბილისის მისადგომებთან მოსულმა მტერმა იერიში შეწყვიტა, დღეს კი, მისივე განცხადებით, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს „ჭირისუფლებიც" აღარ ჰყავს, „რუსეთმა თავის მიზანს მიაღწია".
საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ჯამლეთ ბაბილაშვილი გრიგოლეთში, 75 წლის ასაკში, მოულოდნელად გარდაიცვალა. მისი სიკვდილის მიზეზი სავარაუდოდ, ინფარქტი გახდა.
არ არსებობს ასეთი ოფიციალური სტატუსი შპს-ს მამაო, ეს იყო ხელფასი, რომელსაც ქველმოქმედების სახით აძლევდნენ მამა გიორგის, ასე პასუხობს დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორის განცხადებას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.