პრეზიდენტი ოთხი თვის განმავლობაში აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზის გამო უარს ამბობდა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ჩართვაზე, ასეთ დროს მისი პოზიტიური როლის გამოკვეთა არის პრაქტიკულად შეუძლებელი, აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე ორი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის უკან დაბრუნებას გამორიცხავს, თუმცა, აცხადებს, რომ „არის პროცედურულ-სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ კონსენსუსის შემთხვევაში ცვლილებები აისახოს“.
2017 წლის 24 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტი და ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი იყო პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის საგანგებო დავალებათა ელჩების დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემები.
სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის 400-ზე მეტი სერვისის ერთ სივრცეში მიღებას მალე ხონის მოსახლეობაც შეძლებს - ხონში იუსტიციის სახლი აშენდება.
მარტვილში ფოლკლორის II საერთაშორისო ფესტივალის „ლეგენდა მარტვილზე“ გახსნის ღონისძიება გაიმართა. მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს, ბულგარეთის, ლიტვის, რუსეთის, თურქეთის ფოლკლორულმა ანსამბლებმა და ჯგუფებმა მიიღეს.
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე „პატრიოტთა ალიანსის" მოსკოვში ვიზიტს ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნული ვიზიტი შედეგის მომტანი არ იქნება.
„მათ ერთადერთი ამოცანა აქვთ, კრემლის კარზე ჩაანაცვლონ ის ქართველი პოლიტიკოსები, რომლებიც მანამდე უფრო პოპულარულები იყვნენ მოსკოვისთვის“, აღნიშნული განაცხადება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა, „პატრიოტთა ალიანსის" წევრების დღეს დუმაში დაგეგმილ შეხვედრებთან დაკავშირებით გააკეთა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უფროს ვაჟს, დონალდ ტრამპ უმცროსს უთხრეს, რომ მისთვის რუსი ადვოკატის მიერ ჰილარი კლინტონზე შეთავაზებული მასალები ნაწილი იყო რუსეთის მთავრობის ძალისხმევისა, დახმარება გაეწიათ მამამისის საარჩევნო კამპანიისათვის, იტყობინება „ნიუ იორკ თაიმსი“ იმეილის შინაარსის შესახებ ინფორმაციის მქონე სამ წყაროზე დაყრდნობით.
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, სასულიერო პირი 6 მაღალჩინოსნის, მათ შორის, საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილისგან პატივისა და ღირსების შელახვის უარყოფას ითხოვს.
თბილისის მერი დავით ნარმანია, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურ დირექტორთან, გიორგი ცხადაძესთან ერთად, პეკინის ქუჩაზე მიმდინარე აღდგენით სამუშოებს გაეცნო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.