ფოთში მალთაყვის სანაპირო ზოლის მშენებლობის პირველი ეტაპი სრულდება, - მიმდინარე სამუშაოები დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დაათვალიერა.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონმდებლები ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებს განიხილავენ.
ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეები დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეხვდნენ.
მიმდინარე წლის 14 მარტიდან სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“, 1 აპრილამდე - სეტყვის სეზონის დაწყებამდე, კახეთის მთელ რეგიონში ახორციელებს საინფორმაციო კამპანიას, რომლის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მუშაობისა და მასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომების შესახებ.
მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის 20 მილიონი ლარიდან, 10 მილიონი ლარი მაღალმთიან დასახლებებში მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდასაჭერად გამოყოფა, დანარჩენი თანხით კი ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.
იაზროვნეთ არასტანდარტულად, ყოველთვის იფიქრეთ, რომ არ აირჩიოთ ჩვეულებრივი გზა, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა 2016-2017 წლების ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გამარჯვებულ ახალგაზრდა გამომგონებლებს, რომლებსაც დღეს ზუგდიდის ტექნოლოგიურ პარკში შეხვდა.
851 024 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია და კიდევ ერთი ახალი საწარმო სახელმწიფო პროგრამა „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, - სუბლიმირებული ხილის საწარმოს - „გემუანი“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან ერთად გახსნა.
საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმები, შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი და სამომავლო გეგმები ის ძირითადი საკითხები იყო, რაც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სამხედრო ატაშეების ასოციაციის წარმომადგენლებს გააცნო.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია „რუსთავი 2"-ის გადაცემაში „არჩევანი" პრეზიდენტის ქალიშვილის, ანა მარგველაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და მას შემაშფოთებელი უწოდა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი ე.წ. მოსმენების კანონზე პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადების ფაქტს გამოეხმაურა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.