რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი ზურაბ ალავიძე მუშაობას შეუდგა. ალავიძე სამინისტროს ხელმძღვანელ პირებს ყოფილმა მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა წარუდგინა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ოკუპაციის შესახებ კანონი ზოგიერთ მუხლში დახვეწას საჭიროებს.
საქართველოს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, "კრწანისის" სამხედრო ბაზაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, გამოძიება დასკვნით ეტაპზეა.
საქართველოს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების ინტერნეტში განთავსებასთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.
ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტთა ერთი ნაწილი „აუდიტორია 115“-ის წევრებს მე-6 კორპუსის შენობის დატოვებისკენ მოუწოდებს.
საკანონმდებლო ორგანო "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტზე მსჯელობას განაახლებს. გადაწყვეტილება ამის თაობაზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა მიიღო.
„ჩვენი პოლიტიკა არასრულწლოვნების სისხლის სამართლის საქმეებზე მიმართულია არასრულწლოვნების რესოციალიზაციის და გამოსწორების მიმართულებით", - აღნიშნული განცხადება საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
უდიდესი პასუხისმგებლობაა ვიყო იმ უწყების ხელმძღვანელი, რომლის ხელმძღვანელიც იყო ბატონი გიორგი კვირიკაშვილი და შემდეგ ბატონი დიმიტრი ქუმსიშვილი, - აღნიშნული განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალმა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გააკეთა, რომელიც დღეს მოვალეობის შესრულებას შეუდგა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალი მინისტრი მოვალეობის შესრულებას შეუდგა. გიორგი გახარია სამინისტროს თანამშრომლებს ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა წარუდგინა.
ფინანსთა მინისტრის რანგში დიმიტრი ქუმსიშვილმა პირველი სამუშაო შეხვედრა სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან გამართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.