საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან ბრიჯიტ ბრინკთან შეხვედრა გამართა.
თვითმკვლელმა ტერორისტმა სულ მცირე 27 ადამიანი მოკლა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, შიიტურ მეჩეთზე განხორციელებული თავდასხმისას. ინფორმაციას BBC პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში ამ წუთებში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ზანავში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ,,მთის გემო“, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში რძის გადამამუშავებელ საწარმოს აშენებს. სამუშაოების მიმდინარეობას დღეს მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე გაეცნო.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (21 ნოემბერი, 2016) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0014 პუნქტით გაუფასურდა.
ძლიერი ქარისგან სამეგრელოს რეგიონისთვის მიყენებული ზარალის ოდენობის შესახებ ცნობილი საღამოს გახდება, - აღნიშნული განცხადება Guardian.ge-სთან საუბრისას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ლევან შონიამ გააკეთა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. მომავალი წლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმა 32 301 162 ლარით განისაზღვრა, რომლის პრიორიტეტად ინფრასტრუქტრული და სოციალური პროექტების განხორციელებაა დაგეგმილი.
თბილისში, შარტავას ქუჩაზე 16 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს. ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარდაცვლილი მშენებარე კორპუსის მუშებმა ორმოში აღმოაჩინეს.
ხობში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა, აღდგენილია ასევე ბუნებრივი აირის მიწოდება, - აღნიშნული განცხადება Guardian.ge-სთან საუბრისას ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში კოორდინაციის განყოფილების უფროსმა, ლევან ღვინჯილიამ გააკეთა.
ხობის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი სახლები დააზიანა. როგორც Guardian.ge-ს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, სტიქიამ ქალაქში, გიორგი ჭყონდიდელის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის მნიშვნელოვანი ნაწილი დააზიანა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.