საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ყოველწლიური ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კონფერენცია მიმდინარეობს. აღნიშნულ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს სახალხო არტისტის, რეჟისორის გიზო ჟორდანიას გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს თანაგრძნობას უცხადებს.
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს სახალხო არტისტის, რეჟისორის გიზო ჟორდანიას გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს.
ინდოეთის ჩრდილოეთ შტატ უტარ პრადეშში ექსპრეს მატარებლის 14 ვაგონის ლიანდაგებიდან გადასვლის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 100-სს გადააჭარბა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ნატო-საქართველოს სწავლება 2016“ ოფიციალურად დასრულდა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ვარდიაშვილმა და შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, დათო ნიკოლეიშვილმა გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა.
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, 1972 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.მ. რუსთავში დააკავეს.
„დედაენის“ ბაღში მუსიკოსის, პოეტისა და შემსრულებლის, ირაკლი ჩარკვიანის სკულპტურული კომპოზიცია გაიხსნა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, რომელიც მოსკოვში ვიზიტად მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქის, კირილის მიწვევით იმყოფება, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და პირადად მისი სახელით გულთბილად მიესალმა მის უწმინდესობას, პატრიარქ კირილს.
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი 19 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს შეხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას რუსეთის საპატრიარქო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.