ხობის მუნიციპალიტეტში, ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ეტაპობრივად ხორციელდება. ქვემო ქვალონის საბავშვო ბაღში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავამ, ქვემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელთან ერთად დაათვალიერეს.
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.
იემენში სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას დაღუპულ ადამიანთა რაოდენობამ 10 ათასს მიაღწია. აღნიშნული განცხადება იემენის საკითხებში გაეროს სპეციალურმა კოორდინატორმა ჯეიმი მაკგოლდრიკმა გააკეთა.
თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წარსულში ქურდობისთვის რამდენჯერმე ნასამართლევი დიმიტრი მასპინძელაშვილი დამნაშავედ სცნო განზრახ მკვლელობის ჩადენაში სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.
„ნაციონალური მოძრაობის“ და „რუსთავი 2“-ის მხრიდან ზეწოლის განხორციელება ახალი ამბავი არ არის, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გია ვოლსკი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, ლალი ფაფიაშვილის განცხადებას, რომელმაც სასამართლოს ე.წ. გახმაურებულ საქმეებზე თვითაცილების თხოვნით მიმართა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი სამტრედიაში ახალგაზრდა მამაკაცის დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებულ პოლიციელზე ვინმესგან მფარველობის ფაქტს გამორიცხავს.
პირველი ვიცე პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მხრიდან რუსული კომპანია Yandex Taxi-ს არავითარი წახალისება არ ხდება.
ასპინძის 3 000-მდე მოსახლე გაუმჯობესებული წყალმომარაგებით ისარგებლებს. ასპინძაში წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
„ჩვენ ვიმყოფებით ისეთ ქვეყანაში, სადაც მართლა ძალიან კარგად ჩამოყალიბებული საარჩევნო გარემოა“, - განაცხადა კნუტ ფლეკენშტაინმა „ქართულ ოცნებასთან“ გამართულ შეხვედრაზე.
გიორგი მარგველაშვილი დღეს ანაკლიის “მომავლის ბანაკს" ესტუმრა და ბანაკის მონაწილეებს გაესაუბრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.