საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში საქართველოს ევროპარლამენტის „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის“ ჯგუფის ვიცე პრეზიდენტი კნუტ ფლეკენშტაინი იმედს გამოთქვამს, რომ ვიზის ლიბერალიზაციის მინიჭების პროცესი საქართველოსთვის ძალიან მალე პოზიტიურად დასრულდება.
ვიცე პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის შეფასებით, სოციალური დახმარების ბენეფიციართა რაოდენობის მილიონამდე გაზრდის თაობაზე მოძრაობის - „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის პაატა ბურჭულაძის განცხადება არასერიოზულია.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრისას იმ სამომავლო მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა, რომელთა განხორციელებაც მისი თქმით, უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში იგეგემება.
„ვმუშაობთ დამატებით საკანონდებლო ცვლილებებზე, რომელთა მიხედვითაც, ეკონომიკური დანაშაულისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევეში მოხდება“, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მცირე ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.
„Yandex Taxi-ს რუკები არ მინახავს, თუმცა თუ იქ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები ცალკე ქვეყნებად არის გამოყოფილი, ეს ძალიან ცუდი და ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია“,-განაცხადა ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე პრემიერი კახა კალაძე არ მიიჩნევს, რომ დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული პოლიციელის დაკავება დაუყოვნებლივ უნდა მომხდარიყო.
30 აგვისტო იძულებით გაუჩინარებულთა საერთაშორისო დღეა და საქართველოში ის 2011 წლიდან აღინიშნება. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, იძულებითი გაუჩინარება ხშირად მიზანმიმართულად გამოიყენება პოლიტიკური ოპონენტების რეპრესიებისა და კონფლიქტურ სიტუაციებში მოწინააღმდეგის დასჯისთვის.
„არ ვარ თანახმა და მომხრე იმისა, რომ ერთი წარმოთქმული სიტყვის, შეცდომის გამო მერი უნდა გადადგეს“,-განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას კახა კალაძემ. მისი თქმით, შეცდომა ყველას მოსდის, თუმცა მაღალი თანამდებობის პირებს უფრო მეტი თავშეკავება მართებს.
ასპინძის მუნიციპალიტეტში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მეორე ეტაპი იწყება. როგორც Guardian.ge-ს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ლევან ცაბაძემ განუცხადა, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, რამდენიმე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი უკვე დასრულდა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ხვდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.