"ქართველ ხალხს კარგად ახსოვს ყველას დამსახურება და მათ შორის, ბატონი ირაკლი ოქრუაშვილის“, - ასე ეხმაურება რეგიონული განვითარებისა და ინფფრასტრუქტურის მინისტრი, ნოდარ ჯავახიშვილი გორის მაჟორიტარ დეპუტატად ირაკლი ოქრუაშვილის კანდიდატურის შესაძლო დასახელებას.
გორში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბადრი ბასიშვილი საწარმო "კულას" დირექტორის განცხადებას ეხმაურება. ივანე გოგლიძემ დაადასტურა, რომ პარტიის ოფისში მინები მან ჩაამსხვრია.
შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა. ზ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
ნატო-მ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მე-8 წლისთავთან დაკავშირებით დოკუმენტური ფილმი მოამზადა. “საქართველოს გადაუწყვეტელი კონფლიქტი”, - ასე ეწოდება ფილმს, რომელშიც მოთხრობილია იმ დევნილთა ისტორიები, რომლებსაც შეიარაღებული კონფლიქტის გამო, საკუთარი სახლების დატოვება მოუწიათ.
“ეროვნული ფორუმის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, თამარ ციხისელის სახლი გატეხეს. შემთხვევა ნაძალადევის რაიონში მოხდა.
ტაილანდში კოორდინერებული აფეთქებების სამიზნე ტურისტული ქალაქები გახდა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა, ბევრი კი დაშავდა.
"ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ფოთის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ბექა ბასილაია წარუდგინა.
დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიისადმი დახმარების შეჩერების მოთხოვნით შეერთებული შტატების რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტისადმი გაგზავნილ წერილს 70–ზე მეტი რესპუბლიკელი აწერს ხელს.
100 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ძიუდოისტმა ბექა ღვინიაშვილმა იაპონელ მეტოქესთან, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან, რიუნოშუკე ჰაგასთან შეხვედრა ერთი შიდოთი წააგო.
საქართველოს მთავარი პროკურატურა ასლან აბაშიძის და მასთან ერთად ბრალდებული 5 პირის დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. აღნიშნულ განცხადებას Guardian.ge სრულად გთავაზობთ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.