ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნევში გამავალ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის 153-ე კილომეტრზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამი პატრულ-ინსპექტორი გარდაიცვალა.
უკრაინის დახმარების კამპანიას, რომელიც თბილისის მერიის ორგანიზებით ტარდება, ჰიპერმარკეტი „გუდვილი“ შეუერთდა.
მიმდინარე წლის 20-25 მარტს, საქართველოს თავდაცვის ძალები ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრში (JTEC) ნატო-საქართველოს სწავლებას უმასპინძლებს.
თბილისის მერია ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ „დეზინფორმაციას“ ეხმაურება, რომლის თანახმადაც, თითქოს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) თბილისის მერიას 170-მილიონიანი პროექტის ხელშეკრულება შეუჩერა.
ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ გოჩა ჭუბაბრიამ, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პრიორიტეტული პროექტების დაგეგმვის მიზნით სხვადასხვა სოფლებში დაწყებული შეხვედრები, ძულუხის, სულორის, დიხაშხოს და სალხინოს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან შეხვედრით დაასრულა.
GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ დიდი შვიდეული უფრო მეტ რუს ოლიგარქს და მათი ოჯახების წევრებს დაუწესებს სანქციებს, რაც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას და ომის გაგრძელებას უკავშირდება.
GUARDIAN.GE - აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ გააუქმებს რუსეთის „მუდმივი ნორმალური სავაჭრო ურთიერთობების“ სტატუსს, რითაც დასჯის მოსკოვს უკრაინაში შეჭრის გამო.
GUARDIAN.GE - ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მოსკოვში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები არა მხოლოდ დონბასზე აპირებდნენ თავდასხმას, არამედ ბელარუსში შეჭრასაც გეგმავდნენ და რომ არ მომხდარიყო ოპერაციის დაწყებამდე 6 საათით ადრე პრევენციული დარტყმა 4 პოზიციაზე, ისინი თავს დაესხმებოდნენ ბელარუსის და რუსეთის ჯარებს, რომლებიც წვრთნებს გადიოდნენ. „ასე რომ, ჩვენ არ გაგვიჩაღებია ეს ომი. ჩვენ სინდისი სუფთა გვაქვს“, - თქვა ლუკაშენკომ.
თბილისის მერიის ეგიდით უკრაინის დასახმარებლად შეგროვებული50 ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნის პროცესი დაიწყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.