„თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა ალექსი პეტრიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ “თავისუფალი დემოკრატები“ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ ძალებს შორის, „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ მესამე ადგილს მყარად ინარჩუნებს.
„ძალიან უხერხულია, როცა ჟურნალისტები არაოფიციალურად გამოთქმულ მოსაზრებას, გამონათქვამს ნიუსის და ოფიციალური კომენტარის სახეს აძლევენ“,-განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ მისი იმ განცხადების გავრცელების გამო, რომელიც პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ყოფნას ეხებოდა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დღეს 12:00 საათიდან ყველა აბიტურიენტს საშუალება აქვს ზოგადი უნარების გამოცდის პირველად შედეგებს გაეცნოს და საკუთარი ნაშრომები ნახოს.
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1978 წელს დაბადებული გიორგი რ. თბილისში დააკავეს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც მისი ოჯახის წევრის მიმართ სამართალდამცველების მხრიდან ზეწოლა განხორციელდა.
საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დამფუძნებლის, ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, „არა თუ პრემიერ მინისტრი ზის ტყემალზე, შს მინისტრიც გვერდით უზის“.
საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა 2012 წლის 1 ოქტომბრამდე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვა დაიწყო. ამის შესახებ განცხადება პროკურორმა კოკა კაციტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. განცხადების ტექსტს სრულად გთავაზობთ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი მთავარ პროკურატურას მიმართავს. მინისტრის თქმით, მას აინტერესებს „რატომ ფორმდება საპროცესო გარიგებას პირებთან რომლებიც წლების განმავლობაში პირადი ცხოვრების კადრების გადაღებით და ფარული მიყურადებით იყვნენ დაკავებული“.
პოლიციის განცხადებით, ორი თვითმკვლელის თავდასხმა განხორციელდა სომალის დედაქალაქ მოგადიშუში სამშაბათს, აეროპორტის მთავარი შესასვლელის სიახლოვეს, აფრიკის კავშირის მთავარი სამშვიდობო ძალების ბაზის გარეთ.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი საქართველოს პრემიერ მინისტრს და პრეზიდენტს მოუწოდებს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ბრალდებებს სერიოზულად მიუდგნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.