ტერეზა მეი ბუკინგემის სასახლეში დედოფალ ელისაბედ მეორეს ხვდება. დედოფალმა მეი დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრად დანიშნა. იგი დაუნინგ სთრითის 10 ნომერში მივა, როგორც კი დევიდ ქამერონის ოჯახი შენობას დატოვებს.
საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახელობის სახლ-მუზეუმის ეზოში საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის 15 ახალი სახის წარდგენას guardian.ge-სთან საუბარში, პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი აფასებს.
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, უცხოეთში განათლების მიღება არ შეიძლება იყოს „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრების შეფასების ერთადერთი კრიტერიუმი.
მივმართავ პერსონალურად სამოქალაქო კოლეგიის პალატის შემადგენლობას, მოსამართლეებს, გასიტაშვილს, ქათამაძეს, ალავიძეს, ბაქაქურს, ძლიერიშვილს და თოდუას - თქვენ წერთ დღეს საქართველოს ისტორიას. თქვენი განჩინების ფურცლებით დაიწერება საქართველოს ისტორია, - ნიკა გვარამია.
მოვუწოდებთ საქართველოს უზენაეს სასამართლოს, ნუ გახდება დაკვეთის შემსრულებელი ისე, როგორც მისი წინამორბედი ორი ინსტანცია, - აღნიშნული განცხადება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
"დემოკრატიული მოძრაობა" ”საარჩევნო კოდექსში” განხორციელებული ცვლილებების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს. პარტიის ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, "საქართველოს პრეზიდენტმა როგორც სამწუხაროდ მოსალოდნელი იყო, ვერ გაბედა თავის თავზე ელემენტარული პასუხისმგებლობის აღება".
ეროვნულმა ბანკმა დღეს (13 ივლისი, 2016) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0114 პუნქტით გაუფასურდა.
ჩემს კანდიდატურასთან დაკავშირებით ყველაფერი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, - აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, კახა კალაძემ გააკეთა.
"რაც მეტ ადამიანს დაეკითხებიან მინისტრები აზრს თავიანთ უწყებებში, უწყებების გარეთ, თქვენს პროფესიაში და ა. შ. მით უფრო კარგი მთავრობა გვეყოლება და მეტი შანსი გვექნება, რომ უფრო პირნათლად ვემსახუროთ ხალხს“, - ასე უპასუხა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტების შეკითხვას.
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადურის აზრით, "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი საარჩევნო სიის 15 წარმომადგენელის შემოსვლით ქართული პოლიტიკა მოიგებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.