„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ რუსეთთან ჩვეულებრივ ვითარებაში ფრენების აღდგენა არის კარგი, მაგრამ ახლა, როცა მთელი მსოფლიო უკეტავს რუსეთს საჰაერო სივრცეს, საქართველოში რუსული ავიაკომპანიების ფრენების განახლება დაუშვებელია“.

სრულად...

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, სამწუხაროა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების ცალკეული უარყოფითი განცხადებები, რომელიც საქართველოს მიმართ კეთდება და გუშინ მორიგი ამგვარი განცხადებები უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარის და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის მხრიდან გაკეთდა და ეს, „რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამ შემთხვევაში, რძის პროდუქტების თემას უკავშირდებოდა“.

სრულად...

GUARDIAN.GE - ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იიმ გამოხატა მზადყოფნა პეკინმა „შუამავლის“ როლი იკისროს რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე კონფლიქტში, რაც ჩინეთის მხრიდან პირველი ასეთი ოფიციალური განაცხადია. „ჩინეთი მზად არის განაგრძოს კონსტრუქციული როლის თამაში სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელშეწყობის მიზნით და იმუშაოს საერთაშორისო საზოგადოებასთან საჭირო მედიაციის განსახორციელებლად, სადაც ამის საჭიროებაა“,- განაცხადა ჩინეთის უმაღლესმა დიპლომატმა თავის ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე ქვეყნის საკანონმდებლო სესიის ფარგლებში.

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავიეცკისთან სატელეფონო საუბარი გამართა. საუბარი შეეხო აღმოსავლეთ ევროპაში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს.

სრულად...

ჩვენთვის ყველასთვის კატეგორიულად მიუღებელია ომი - ის, რაც ხდება უკრაინაში, არის კატეგორიულად მიუღებელი და ჩვენ ყველანი ვლოცულობთ, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი უკრაინაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

სრულად...

მინდა გითხრათ, რომ ათეულობით სხვადასხვა დასახელების მედიკამენტზე არის უკვე სამინისტროში შეტანილი განაცხადები რეგისტრაციისთვის და ძალიან მალე დაჩქარდება ეს პროცესი, იმისთვის, რომ კიდევ უფრო დროულად მოხდეს ყველა წამლის ჩანაცვლება და მოსახლეობას ჰქონდეს არჩევანი, უფრო იაფიანი წამლის შესაძენად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

სრულად...

იანვარი ჩვენ ძალიან აქტიურად, ძალიან ძლიერად დავიწყეთ, ეკონომიკური ზრდა გვაქვს 18 %-იანი, რაც უპრეცედენტოა მთელ რეგიონში და ევროპაშიც, შეიძლება ითქვას. ექსპორტი არის 47%-ით გაზრდილი, ტურიზმი - ყველა მიმართულებით გვაქვს ზრდა, ამიტომ ეს ტემპი, ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ არ შენელდეს, პირიქით, უნდა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

სრულად...

მინდა ჩვენს მოსახლეობას ვუთხრა, რომ დაპირებისამებრ, მოგეხსენებათ, ჩვენ დავიწყეთ წამლების გაიაფების პროცესი. პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ გავხსენით თურქეთის ბაზარი იმ დათქმით, რომ მხოლოდ „ჯი-ემ-პის“ სტანდარტის მაღალი ხარისხის წამლები შემოვიდოდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

სრულად...

რუსეთისთვის დაწესებული სანქციებიდან გამომდინარე, რუსეთის ტერიტორიაზე გაცემული VISA და Mastercard ბარათები არ იმუშავებს საზღვარგარეთ, ისევე როგორც რუსეთის ტერიტორიაზე არ იმუშავებს სხვა ქვეყნებში გაცემული VISA და Mastercard ბარათები, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საბანკო ასოციაცია ავრცელებს.

სრულად...

რასაც ახლა დავწერ, არ ეხება უკრაინას და უკრაინელ ხალხს, არამედ კონკრეტულად არახამიას და სააკაშვილს, რომელიც ქვეყნის წინააღმდეგ აგორებული საინფორმაციო ომის დამკვეთია.

 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი