ძლიერი ქარის შედეგად, დაზიანებულია დავით აღმაშენებლის ხეივანში აღმართული სახელმწიფო დროშა.
GUARDIAN.GE - უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყანაში ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 88 თვითმფრინავი და ვერტმფრენი დაკარგეს, რუსი მფინავების ნაწილი კი ტყვედ არის აყვანილი, - იტყობინება BBC.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით - ჩატარდა 9 572 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 738 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 834 PCR ტესტით.
GUARDIAN.GE - დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი რამდენიმე დღეში კანადის, ნიდერლანდების და ცენტრალური ევროპის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრაზე რუსეთ-უკრაინის ომზე მოქმედების 6-პუნქტიან გეგმას წარადგენს. დაუნინგ სთრითის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ჯონსონი თავის კოლეგებს ბრიტანული გეგმის გარშემო გაერთიანებისაკენ მოუწოდებს, რათა უზრუნველყონ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის „დამარცხება მის ამბიციებში“.
GUARDIAN.GE - საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინაში მიმდინარე ომის გლობალურ ეკონომიკაზე „სერიოზული გავლენის“ შესახებ გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს.
GUARDIAN.GE - ბელარუსის სამხრეთში მდებარე ქალაქ გომელში უკრაინა-რუსეთს შორის გამართულ პირველ მოლაპარაკებებში უკრაინის მხრიდან ჩართული ბანკირი დენის კირეევი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ მისი დაკავების დროს იქნა მოკლული. იგი სახელმწიფო ღალატში იყო ეჭვმიტანილი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული OBOZREVATEL-ი ავრცელებს.
GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, იგი დარწმუნებულია, რომ უკრაინას შეუძლია რუსეთთან ომის მოგება. ამის შესახებ მან BBC-ის უთხრა, თუმცა აღნიშნა, რომ არ შეუძლია თქმა იმისა, თუ რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს კონფლიქტი. მან უკრაინელი ხალხის „უჩვეულო გამძლეობა“ შეაქო.
მათთვის, ვისაც საღი მსჯელობის უნარი შერჩა და არ სპეკულირებს იაფფასიანი არგუმენტებით, მაგალითად, როგორიცაა - "რა, რუსეთთან ომში ჩართვისკენ ხომ არ მოგვიწოდებ"?!..
გარდაიცვალა თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მინერალოგია-პეტროლოგიისა და სასარგებლო წიაღირსეულის კათედრის გამგე, პროფესორი ბეჟან თუთბერიძე.
ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებელმა, წინა ორი კვირის მსგავსად, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში მნიშვნელოვნად იკლო. კერძოდ, ვირუსი მასწავლებელთა 1,5%-ს, ხოლო მოსწავლეების 0,6%-ს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.