GUARDIAN.GE - რუსეთის სიდიდით მეორე ყველაზე მსხვილი სანავთობო კომპანია „ლუკოილი“ უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის დასრულებისა და პრობლემების სერიოზული მოლაპარაკებებისა და დიპლომატიის გზით მოგვარებისკენ მოუწოდებს.
GUARDIAN.GE - უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმას ზაპოროჟიეს ბირთვულ ქარხანაზე შესაძლოა „ექვსი ჩერნობილის“ ტოლფასი გამანადგურებელი შედეგი გამოეწვია. სატელევიზიო მიმართვა მან ასე დაიწყო: „უკრაინელო ხალხო! ჩვენ გადავრჩით ღამით, რომელსაც შეეძლო შეეჩერებინა ისტორიის მსვლელობა - უკრაინის ისტორიის, ევროპის ისტორიის“. მისი თქმით, რუსეთმა იცოდა, რას აკეთებდა, როცა ჭურვებს პირდაპირ სადგურს უმიზნებდა და ამას მან „გაუგონარი დონის ტერორის აქტი“ უწოდა.
საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ (COMCOM) და ამერიკის ფედერალურმა კომუნიკაციების კომისიამ (FCC) მედია და ტელეკომ პოლიტიკის საკითხებზე გამოცდილების გაზიარების მიზნით თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შეთანხმების მიზანია, COMCOM-მა და FCC-იმ სატელეკომუნიკაციო და მედია პოლიტიკის მიმართულებით, კონკურენციის, ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვას და ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრას შეუწყონ ხელი.
თბილისის მუნიციპალიტეტი უკრაინაში არსებული მდგომარეობის გამო, დედაქალაქში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს ზოგიერთ მუნიციპალურ სერვისს უფასოდ სთავაზობს. საზოგადოებრივ ტრანსპორტში უფასოდ მგზავრობის გარდა, უკრაინის მოქალაქეები უფასოდ ისარგებლებენ მუნიციპალური სპორტული ცენტრების, აუზების, მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების, მედიათეკების, ხელოვნების სკოლების მომსახურებით.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო სისხლის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაციას იწყებს. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ დარეკონ ცხელ ხაზზე 1505 ან გაიარონ რეგისტრაცია ვებგვერდზე, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ვანის მუნიციპალიტეტში უკრაინის დასახმარებლად ჰუმანიტარული აქცია დაიწყო. სამხედრო მოქმედებების დროს დაზარალებული უკრაინელი ხალხის დახმარების მიზნით, გაიხსნა საქველმოქმედო ანგარიში.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით - ჩატარდა 9 671 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 495 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 176 PCR ტესტით.
GUARDIAN.GE - დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის „სერიოზულად შემაშფოთებელ ვითარებაზე ესაუბრა“, - ამის შესახებ ჯონსონი „ტვიტერში“ წერს.
GUARDIAN.GE - ევროპაში ერთ-ერთ უდიდეს ზაპოროჟიეს ბირთვულ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, ბირთვულ ქარხანას ჭურვებს რუსული ჯარები ესვრიან. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა, რომ იგი კავშირზეა უკრაინის ხელისუფლებასთან მას შემდეგ, რაც ქარხანაზე იერიშის მიტანის ცნობები გავრცელდა.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მას კიევის მერთან ვიტალი კლიჩკოსთან მეგობრობა აკავშირებს და სატელეფონო კომუნიკაცია მასთან დღესაც ჰქონდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.