ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაზე ქართული დელეგაციის მიერ მომზადებულ რეზოლუცია „კონფლიქტი საქართველოში“ დაამტკიცეს.
პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრები მინისტრთა კაბინეტს დატოვებენ ცივილურად, თუმცა ამ ეტაპზე აღნიშნული გადაწყვეტილება არც პარტიის წევრებს და არც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მიღებული არ აქვთ.
შეერთებული შტატების კოსმოსურმა სააგენტომ წარმატებით გაიყვანა კოსმოსური რაკეტა ორბიტაზე იუპიტერის გარშემო. თანამგზავრ "ჯუნოს", რომელმაც დედამიწა 5 წლის წინათ დატოვა, რაკეტის ძრავიდან ცეცხლი უნდა გმოეშვა პლანეტაზე მიახლოებისას.
ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. უშიშროების კომიტეტის მიერ წაყენებულ ბრალდებას გიორგი გიუნაშვილის მიმართ - ტერორისტულ საქმიანობასა და შეიარაღებულ ფორმირებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, აპროტესტებენ მისი ახლობლები და თანასოფლელები.
აჭარის უმაღლესი საბჭოს დღევანდელი სხდომის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი აჭარის მთავრობის თავმჯდომარისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების თაობაზე ოპოზიციის ინიციატივა იქნება.
თუ წერეთელი ავირჩიეთ ქვეყანა დაიქცევა და საქართველოს არჩევნები გადაელოცება მიშა სააკაშვილს - ასე არ არის - აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა გააკეთა.
დელეგატები ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ირჩევენ. თანამდებობაზე სულ 3 კანდიდატურაა წარდგენილი, მათ შორის, არის "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიგი წერეთელი, რომელიც პრეზიდენტის თანამდებობაზე ევროპის სახალხო პარტიამ წარადგინა.
ორსაათნახევარიანი მსჯელობის შემდეგ თორმეტივე ნაფიცმა მსაჯულმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე როგორც ოჯახური დანაშაულის ჩადენაში, ასევე განზრახ მკვლელობაში დამნაშავედაა ცნობილი.
თვითმკვლელი ტერორისტი საუდის არაბეთის ქალაქ მედინას, წინასწარმეტყველის მეჩეთის სიახლოვეს დაესხა თავს, რის შედეგადაც უსაფრთხოების 4 ოფიცერი დაიღუპა, 5 კი დაიჭრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.