საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტ ბარაქ ობამას ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

სრულად...

აეროპორტის მიმართულებით მოძრავი №37 ავტობუსი დღეიდან მგზავრებს ღამის საათებშიც მოემსახურება. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.

სრულად...

არ მინდა საქართველოს მთავრობაში ვიხილო მინისტრები, რომლებიც ანტიევროპულ და პრორუსულ პოლიტიკას გაატარებენ, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა გააკეთა.

სრულად...

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა აჭარის საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, ალამბარი-ხალვაშების საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

სრულად...

ჩინეთის სასამართლომ პრეზიდენტის ყოფილ მთავარ მრჩეველს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ყოფილი პრეზიდენტის ჰუ ჯინტაოს ნდობით აღჭურვილი პირი დამნაშავედ ცნეს ქრთამების აღებაში, სახელმწიფო საიდუმლოებების არალეგალურად მიღებასა და თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში. ამის შესახებ "დოიჩე ველე" ჩინეთის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით წერს.

სრულად...

კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის ცხედარი ქაშუეთის ტაძარში გადაასვენეს.

სრულად...

რუსეთისა და ჩვენი "რესპუბლიკის" შესაბამისი სამსახურები ერთობლივად იცავენ საქართველოსთან სახელმწიფო საზღვარს. უახლოეს პერიოდში, საზღვრის ტექნიკური აღჭურვის მხრივ გაძლიერება დაიწყება, - აღნიშნული განცხადება ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ლიდერმა, ლეონიდ თიბილოვმა მოსკოვში ვიზიტის დროს, გაზეთ "იზვესტიასთან" ინტერვიუში გააკეთა.

სრულად...

ეროვნულმა ბანკმა დღეს (4 ივლისი, 2016) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0017 პუნქტით გამყარდა.

სრულად...

საქართველოში დაბრუნებულმა ლევან ვარშალომიძემ წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური დღეს პირველ საარჩევნო შეხვედრებს მართავს.

სრულად...

„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერ ნინო ბურჯანაძის განცხადებით, გიგი წერეთლის ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა, „ნაციონალური მოძრაობის“ გათეთრება იქნება.

 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი