საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, კორცხელში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) ანგარიში რეალობას სცდება.
„თავისუფალ დემოკრატებს“ გვაქვს ყველაზე მაღალი შანსი გადაუწყვეტელი ამომრჩეველი გადმოვხაროთ ჩვენს მხარეს, თუმცა ამას სჭირდება დიდი მუშაობა“, - აღნიშნული განცხადება "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მაშველებმა რუსეთში, ირკუტსკის ოლქში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის "ილ–76" –ის ბორტზე მყოფი ეკიპაჟის ყველა წევრი გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" საგანგებო დავალებათა სამინისტროს ციმბირის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელის, სერგეი დიდენკოს განცხადების საფუძველზე ავრცელებს.
არტია "თავისუფალ დემოკრატებს"კიდევ ერთი ახალი წევრი ჰყავს. პარტიის რიგებს დევი ტაბიძე შეუერთდა. ტაბიძე საზოგადოებას "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ წარუდგინა და მას ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ მანდატი გადასცა.
მიმდინარე წლის ივნისში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით - 0,9 პროცენტი, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით (წლიური ინფლაციის დონე) 1,1 პროცენტი შეადგინა. 2010 წლის საშუალოსთან შედარებით სამომხმარებლო ფასების ინდექსი 15,5 პროცენტით გაიზარდა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ყალიბდება სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, რომელთანაც თავის მხრივ, იქმნება ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის საბჭო.
საქართველო უმკაცრესად გმობს 2016 წლის 3 ივლისს ერაყის რესპუბლიკის დედაქალაქ ბაღდადში დაჯგუფება „დაეშის“ (ISIL) მიერ განხორციელებულ მორიგ სასტიკ ტერორისტულ თავდასხმას, რომელსაც ასზე მეტი ადამიანის, მათ შორის ქალების და ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, დღეს, 17:00 საათზე, დარიალში საავტომობილო გზა გაიხსნება. დარიალის ხეობაში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, გიორგი სეთურიძე ადგილზე უწევს კოორდინაციას.
ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 165-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რიცხვი კი 225-ია. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს. შაბათს, ბაღდადის ცენტრალურ რაიონში, კარრადაში სატვირთო მანქანა აფეთქდა, რომელზეც მიმაგრებული იყო ასაფეთქებელი მოწყობილობები. მე-2 ბომბი კი პირველი აფეთქებიდან რამდენიმე საათში, გვიან ღამით ერაყის დედაქალაქის ჩრდილოეთით, შიიტებით დასახლებულ რაიონში ამოქმედდა, რამაც კიდევ 5 ადამიანი იმსხვერპლა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.