180-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ჩინეთში წყალდიდობის შედეგად. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს. სტიქია ცენტრალურ და სამხრეთ ჩინეთში მძვინვარებს, სადაც თავსხმა წვიმების შედეგად მდინარე იანგტზი ადიდდა. ოფიციალური ცნობით, 45 ადამიანი დაკარგულად ითვლება, სტიქია კი 33 მილიონს შეეხო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი გასული თვის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი სენაკის სამხედრო ბაზას ესტუმრა. თინათინ ხიდაშელმა გენერალური შტაბის უფროსის მოადგილესთან, პოლკოვნიკ ნიკოლოზ აგლაძესთან და სახმელეთო ჯარების დასავლეთის სარდალთან, პოლკოვნიკ შალვა ჯაბახიძესთან ერთად, II ქვეითი ბრიგადაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
საქართველოს პრეზიდენტი მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეს, დარკო პაიოვიჩს შეხვდა, რომელიც საქართველოს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობის მიზნით ეწვია.
პუშკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ახლადაშენებულ ესტაკადაზე დღეიდან გადაერთვება. საავტომობილო მოძრაობის მიმართულება - ბარათაშვილის ქუჩიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით უცვლელი დარჩა.
სამწუხაროა, რომ დაპირებული სამართლიანობის აღდგენის პროცესი ძალიან შეფერხებით მიმდინარეობს, - განაცხადა პოლიტიკური მოძრაობა ”ერთიანი საქართველოსთვის” ლიდერმა, თამაზ მეჭიაურმა სულხან მოლაშვილის პამაშვიდზე.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ლიდერი, ლეონიდ თიბილოვი გამოცემა "იზვესტიასთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ მოსკოვში მისი ვიზიტის ფარგლებში, განხილული იყო "რესპუბლიკის" სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საკითხი.
ეჭვი არ მეპარება, რომ კორცხელში ცემა-ტყეპა პოლიტიკურ ნიადაგზე იყო და არა ფულის ან შეყვარებულის გაყოფაზე, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” მიერ კორცხელში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ანგარიშის კომენტირებისას.
მიმდინარე წლის ივლისიდან, საუდის არაბეთში ქართული კომპანია „საირმის“ მინერალური და წყაროს წლის რეალიზაცია დაიწყო.
პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის ცნობით, ივნისში შემოწირულების სახით , პარტიებმა ჯამში 2 204 085 ლარი მიიღეს. აქედან ყველაზე მეტი შემოწირულება - 1 028 420 ლარი ”ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს” ერიცხება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.