საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, სოფელ სხვიტორში აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო მუზეუმის კომპლექსში შემავალი საგამოფენო დარბაზის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება.
უკვე მე–2 დღეა ბრიუსელში ევროკავშირის სამიტი მიმდინარეობს. ორგანიზაციის ლიდერები დიდ ბრიტანეთს აფრთხილებენ, რომ მას, როგორც გამონაკლისს, ერთიან ბაზარზე შესვლის შესაძლებლობა არ ექნება.
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი გიგი წერეთელი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეისთვის ფასეული ფიგურა იქნება.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის რეაბილიტირებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი რამდენიმე დღეში გაიხსნება, - განუცხადეს guardian.ge-ს აეროპორტის ადმინისტრაციაში.
გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სააქციო საზოგადოება „თბილსრესის“ სათბობ-სატრანსპორტო საამქროში ორი მამაკაცი დაიღუპა.
ნატო-ს აქტივობა რუსეთის საზღვრებთან ძირს უთხრის ევროპის უსაფრთხოებას, - აღნიშნული განცხადება რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ უწყების კოლეგიის სხდომაზე გააკეთა.
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მოსახლეობას მოუწოდებს, ვალუტის კურსის მოლოდინებზე არ ითამაშოს და მაშინ გადაახურდაოს როცა სჭირდება.
ეროვნულმა ბანკმა დღეს (29 ივნისი, 2016) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0286 პუნქტით გამყარდა.
„არსებული რეალობის ფარგლებში, შეუძლებელია „ქართული ოცნების“ 100 დეპუტატით შესვლა პარლამენტში“,- განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, თამარ კორძაიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, საელჩოს ავტომანქანას ცეცხლი ექსტრემისტებმა წაუკიდეს, - განაცხადა გერმანიაში საქართველოს ელჩმა, ლადო ჭანტურიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.