ექსპერტ თორნიკე შარაშენიძის განცხადებით, რუსეთი საქართველოს დღევანდელ მთავრობას კარგად არის შეგუებული და მას ჩვენს ქვეყანაში ცვლილებები არ ენდომება.
"ქართული დასის" ლიდერი, ჯონდი ბაღათურია საქართველოში რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართავს.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევის გაუქმებასთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის მიღებული გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა, პრემიერიც, პარლამენტიც და პრეზიდენტიც.
ევროპარლამენტმა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის ფორმალური პროცედურის დაუყოვნებლივ დაწყების შესახებ რეზოლუცია მიიღო.
„საზოგადოებრივი აზრის უკეთ შეცნობისთვის სოციოლოგიური კვლევის შედეგების ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა“, -განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ GFK-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებზე საუბრისას.
პრეზიდენტის პრესსპიკერის, ეკა მიშველაძის განცხადებით, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით საკითხების საჯარო განხილვამ შესაძლოა ქვეყნის ინტერესები დააზარალოს.
დიდი შანსია, თავდაცვის მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდებოდეს, - აღნიშნული განცხადება ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, გია ვოლსკიმ გააკეთა.
„ინტენსიურად ვმუშაობთ გამწვანების თვალსაზრისით, რათა თბილისი უფრო მეტად მწვანე ქალაქი იყოს და დაბინძურების დონემ ქალაქში მნიშვნელოვნად დაიკლოს“,-განაცხადა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას.
ეროვნულმა ბანკმა დღეს (28 ივნისი, 2016) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0273 პუნქტით გაუფასურდა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, თბილისის ახალი შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტზე მუშაობას იწყებს, რომელიც ნატახტარიდან რუსთავამდე და ნატახტარიდან ჟინვალამდე სრულიად ახალი, ალტერნატიული ჩქაროსნული გზის მშენებლობას ითვალისწინებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.