საქართველოს პრეზიდენტმა კარნეგის ცენტრში ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებთან დისკუსია გამართა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტის პრეს-სამსახური ავრცელებს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოს ტერიტორიაზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით თამბაქოს ნაწარმის შემოტანის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა, ხოლო ი. ნ. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
გუშინდელმა საღამომ მსმენელში გამოიწვია აღფრთოვანება - უამინდობამ და წვიმამაც გარკვეული „ექშენი“ შემატა - განაცხადა საქართველოს კულტურის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ ამერიკული ჯგუფის - Maroon 5-ის მიერ ბათუმში გამართულ კონცერტთან დაკავშირებით.
აშშ-ს საქართველოში მუდმივი სამხედრო ძალების განლაგების გეგმა არა აქვს, თუმცა აპირებს, საქართველოში სამხედრო წვრთნებისა და სწავლებების ჩატარების ინტენსივობა გაზარდოს, - მაიკლ კარპენტერი.
"ამერიკის ხმის" ხმის ინფორმაციით, აშშ-ს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში რუსეთისგან მომდინარე საფრთხეების შესახებ მოსმენა გაიმართა. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოც გახდა.
ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ჰესის მშენებლობა იგეგმება, - აღნიშნული განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ნიკა მელიამ, ბოტანიკურ ბაღთან გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა პირველი შეხვედრა თეთრ სახლში, ევრილ ჰეინსთან, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის მოადგილესთან გამართა.
საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში, ჩვენი დახმარების წყალობით, ხდება ეკონომიკის რეორიენტაცია რუსეთზე ზედმეტი დამოკიდებულებისგან, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მზარდი ბაზრებისკენ, აშშ-ს ფინანსური დახმარებით, საქართველო რუსეთისგან ეკონომიკურ დამოკიდებულებას ამცირებს, - ვიქტორია ნულანდი.
ლონდონის „სოტბის“ აუქციონზე ნიკო ფიროსმანის ნახატი „შველი წყლის პირას“ 629 000 ფუნტად, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა.
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი დღეს ბრიუსელს ეწვევა, სადაც ქვეყნის პირველ პირს უმაღლესი დონის შეხვედრები აქვს დაგეგმილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.