პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც შეხვედრის დაწყებამდე საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ ფადი ასლიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მისასალმებელია პრემიერ მინისტრის განცხადებები ბიზნესის კლიმატის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.
„მკვლელობები, ყაჩაღობები, ძალადობა, განგსტერული გარჩევები და ადამიანების დაჭრა გახდა ჩვეულებრივი წესი ჩვენი ყოფის საქართველოში“ - აკაკი მინაშვილი.
პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებს ხვდება. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა, ზურაბ გვასალიამ განუცხადა, პირადად ის შეხვედრაზე ე.წ. საპოლიციო გამოსახლებასთან დაკავშირებით მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე გეგმავს საუბარს.
საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები, ორი ქვეყნის თანამშრომლობის სფეროები, ვაჭრობისა და ტურიზმის მიმართულებით არსებული პოზიტიური დინამიკა, საუბრის ძირითადი თემები იყო.
ბაღდადში შეერთებული შტატების საელჩომ დაადასტურა, რომ ერაყში რამდენიმე ამერიკელი გაიტაცეს. "ჩვენ ვმუშაობთ ერაყის ხელისუფლებასთან სრულ კოორდინაციაში რათა მივაკვლიოთ და უვნებლად დავიხსნათ გატაცებული პირები," განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე იმედოვნებს, რომ მოწმეთა დაკითხვის ახალ წესს საერთო სასამართლოები მომზადებული შეხვდებიან.
ბიძინა კუჭავას ცხედარს ექსპერტიზას დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი ჩაუტარებს. კუჭავას ოჯახის წევრები დამოუკიდებელ ექსპერტს დღეს ელოდებიან.
საქართველო არ უნდა გახდეს დამოკიდებული ენერგიის ერთ წყაროზე, ხოლო მთავრობა რაც შეიძლება გამჭვირვალე უნდა იყოს თავის ენერგო პოლიტიკასთან დაკავშირებით - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ განუცხადა.
2016 წლის 1-ლი იანვრიდან კომპანია "მაგთიკომი" აბონენტებისთვის, მათი გაფრთხილების გარეშე, ინტერნეტის საფასურის დარიცხვას ვეღარ შეძლებს. გადაწყვეტილება ამის თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მიიღო.
ყველა ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება უზრუნველყოფილია. მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით, მოძრაობის სპეციალური რეჟიმები მოქმედებს საავტომობილო გზების 3 მონაკვეთზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.