თბილისში მომდევნო კვირიდან 13 ქუჩის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება, დანარჩენი 37-მდე ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები ეტაპობრივად დაიწყება,-ამის შესახებ თბილისის მერიაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დაკავებულ კახა მამულაშვილს თავდებში უდგება და მიზეზებს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე განმარტავს.
კრემლში ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ დაძაბულობა არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ საქართველოშიც გაამწვავოს, - ამის შესახებ აშშ-ს ყოფილმა ელჩმა საქართველოში უილიამ კორტნიმ განაცხადა.
აშშ-სთვის ირანი უკვე მტერი კი არა, მოწინააღმდეგეა, ვაშინგტონი იმედოვნებს, რომ ბირთვულ პროგრამაზე მიღწეული შეთანხმების შედეგად ის სხვა ქვეყნებისთვისაც ბევრად უფრო უსაფრთხო გახდება. ამის შესახებ „სი-ბი-ეს“-თან ინტერვიუში აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ განაცხადა.
მოგეხსენებათ, რომ ისტორიულად გერმანიას საქართველოსთან ურთიერთობაში განსაკუთრებული ადგილი უკავია, დღესაც, ჩვენი ევროპაში ინტეგრირების საკითხშიც იგი უდაო ლიდერია! როგორც ცნობილია, გერმანიას საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხთან სპეციფიკური დამოკიდებულება აქვს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრ შარლ მიშელს და ბელგიელ ხალხს ეროვნულ დღესასწაულს ულოცავს.
„პოზიციის“ განცხადებით, მაშინ როცა სააკაშვილის წამოწყებულ სამხედრო ავანტურას ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სრული ოკუპაცია და მათი რუსეთის მხრიდან დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება მოჰყვა, სააკაშვილს ერთი წუთითაც არ შეუწყვეტია ქართველ თუ უცხოელ ბიზნესმენებზე ტერორი.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის მე-18 კილომეტრზე (სოფ. საღრაშენის მიმდებარედ) მეწყრული პროცესების შედეგად ჩაწყდა გზის სავალი ნაწილის მარცხენა სამოძრაო ზოლი, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოდან უკანონო გატანის მცდელობის ბრალდებით ლიბანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1990 წელს დაბადებული ელიანო კ. სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში დააკავეს.
„დონალდ ტუსკის ვიზიტი, სიმბოლური და მნიშვნელოვანი პასუხია იმ მოვლენებზე, რაც ბოლო დღეებში საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარდა“, -ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.