ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 ივნისის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებს განსახილველად 10 საკითხი, მათ შორის ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ჯემალ მებუკის წლიური ანგარიში წარედგინა.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები არგვეთის მოსახლეობას შეხვდნენ და მათ პრობლემების მოგვარებაში დახმარებას დაჰპირდნენ.
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის, პრეზიდენტი ალექსანდრე რონდელი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ყოფილი ელჩი, თემურ იაკობაშვილი Facebook -ის საკუთარ გვერდზე წერს.
არასამთავრობო ორგანიზაციების - "სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი", ,,პოზიცია", ,,ახალგაზრდა ადვოკატები" და ,,ახალგაზრდული ცენტრი" -კოალიცია პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმაურებიან და 13 ივნისს 12 სთ-ზე ,,სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის" პრეს-კლუბში პრესკონფერენციას გამართავენ.
სოზარ სუბარი და სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ჯანიკაშვილი სოფელ ტიბაანსა და ვაქირში ეკომიგრანტების - ემზარ ხელაშვილის და ია ლეგაშვილის ოჯახებს ესტუმრნენ და მათი საცხოვრებელი პირობების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.
საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირასა“ და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიხედვით, პორტალი “კვირა” შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტს განახორციელებს.
სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი ჰენრი კერალი საქართველოს მაკროეკონომიკურ პოზიციასა და უცხოური ვალუტის გაცვლითი კურსის მართვის პოლიტიკას რეგიონში საუკეთესოდ აფასებს და აცხადებს, რომ მსოფლიო ბანკის პროგნოზით, საქართველოში წელს ეკონომიკური ზრდა 2-დან 3 პროცენტამდე იქნება.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის დროს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 2011-2013 წლებში სხვადასხვა დასახელების საჩუქრის შეძენაზე 3 765 600 ლარი დახარჯა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად, შატილში დაკარგული მწყემსის, 52 წლის გიორგი შეთიკაურის ცხედარი იპოვეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა პარლამენტის სხდომების ყველაზე ხშირად გამცდენი 11 დეპუტატი დაასახელა, რომელთაგან 101 გაცდენით კობა ნაყოფია ლიდერობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.