დღეს, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II, ბოდბის მონასტერში მიბრძანდა და ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ლოცვა აღავლინა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველი სპორტსმენების გასამხნევებლად, ბაქოში დღეს ათლეტთა სოფელს ეწვია, მათ ევროპის ოლიმპიური თამაშების დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
გმირთა მოედნის ესტაკადის და ვერეს ხეობის ავტომაგისტრალის გადაკვეთაზე პარასკევს, 12 ივნისს 9:00-დან 19:00 საათამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. შეზღუდვა ტრანსპორტის მოძრაობაში შექმნილი შეფერხების მიზეზების შესწავლის მიზნით ხორციელდება.
ორი ქვეყნის კეთილმეზობლური ურთიერთობა და სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა პირისპირ შეხვედრისას.
არასამთავრობო ორგანიზციების: ,,სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“ ,,ახალგაზრდა ადვოკატების“ ,,ახალგაზრდული თაობის“ და ,,პოზიციის“ მოსაზრებით, ქვეყნის საპარლამენტო ცხოვრების განვითარებისათვის აუცილებელია მოწესრიგდეს დეპუტატების მიერ საპარლამენტო სხდომებისა და საკომიტეტო მოსმენების გაცდენების მახინჯი პრაქტიკა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბაქოში იმყოფება. ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქო 2015 - პირველი ევროპული თამაშების გახსნის ცერემონიაზე დასასწრებად, შვილებთან - ნიკოლოზსა და ანდრიასთან ერთად ჩავიდა.
ვიცე პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, "ხუდონჰესის" პროექტთან დაკავშირებით დეტალები 1-ლი ივლისისთვის გახდება ცნობილი.
ჩვენი ხელისუფლების დროს პოლიტიკური დაკავებები არ ყოფილა თუმცა, დღეს არსებობს - ამ განსხვავებას ყველა კარგად ხედავს. ჩვენს დროს, საქართველოში არცერთი პოლიტიკური ლიდერი ციხეში არ მჯდარა, ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ცნობილ რუს ჟურნალისტთან, ქსენია სობჩაკთან ინტერვიუში განაცხადა.
მთის მინისტრის პოსტის შექმნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მსჯელობის შემდეგ უნდა იქნას მიღებული – ასე გამოეხმაურა ვიცე-პრემიერი,ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ინიციატივას მთის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტის შემოღებასთან დაკავშირებით.
სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირების ფარგლებში, ადმინისტრაციული და მიმდინარე ხარჯები შემცირდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განუცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.