"ბიბისის" ცნობით, პოლონელი მაღალჩინოსნები ვარშავის ერთ-ერთ რესტორანში ფარულად მაშინ ჩაწერეს, როდესაც მსოფლიო ლიდერებისა და ადგილობრივი პოლიტიკოსების მისამართით მოურიდებელ კომენტარებს აკეთებდნენ.
ამერიკელი ექსპერტი დევიდ კრამერი აცხადებს, რომ საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა არეულია და ბიძინა ივანიშვილი მთავრობაზე დიდ გავლენას ახდენს. მისი აზრით, უკეთესი იქნება ივანიშვილი პოლიტიკას საჯაროდ დაუბრუნდეს, რაზეც, მისი თქმით, თბილისში ყოფნის დროს, არაერთი საუბარი მოისმინა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში შესაძლო დაბრუნებაზე ტელეკომპანია “დოჟდისთვის” მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
მეტეხის საგვირაბო კომპლექსის გაგრძელებაზე არსებულ ხიდებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ორივე მიმართულებით აღდგენილია საავტომობილო მოძრაობა.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტზე რამდენიმე პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.
საუდის არაბეთის პრინცი, საქართველოში ინვესტიციების განსახორციელებლად კონკრეტულ პროექტებზე მუშაობას იწყებს. ამ მიზნით, სპეციალურ დელეგაციას თბილისში, ალ ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულაზის ალ საუდი უახლოეს მომავალში გამოაგზავნის, ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
უცხოელი მოქალაქეებისთვის აქამდე არსებული მთელი რიგი შეზღუდვები მოიხსნა, - სავიზო რეგულაციების გამარტივებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.
პოლონეთში მაღალი თანამდებობის პირები გადადგნენ. ცოტა ხნის წინათ თანამდებობა დატოვა პოლონეთის სეიმის სპიკერმა რადოსლავ სიკორსკიმ.
"ნეტავ რა უნდა გაუზიაროს თავის კოლეგებს? ქალაქის ნგრევის სისტემა? იერსახის განადგურება? კერძო ინტერესების გამო ქალაქის ძველი ცენტრის ხედის განდაგურება? მისი მწვანე საფარის მოშლა?"- ასე ეხმაურება სალომე ზურაბიშვილი თბილისის მერის დავით ნარმანიას ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს, სადაც ნარმანია ნიუ იორკში მერების კონფერენციაზე დასასწრებად გაემგზავრა.
2014 წელს შრომის ანაზღაურების სახით მინისტრებს შორის ყველაზე დიდი თანხა 103 184 ლარი საქართველოს თავდაცვის მინისტრზეა გაცემული, - ამის შესახებ ინფორმაციას ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.