"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია ვარაუდობს, რომ გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია პროკურატურის დაკვეთას ასრულებს და მას სიმართლე და ტყუილი ერთმანეთში არეული აქვს.
დიდუბის პანთეონში არ არის საშუალება მიცვალებულის დასაკრძალად, ამიტომ ბოლო 2-3 თვეა უკვე ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა, რათა ახალი პანთეონისთვის შესაფერისი ადგილი მოიძებნოს, დიდუბის პანთეონი კი ოფიციალურად დაიხურება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა განუცხადა.
მთავრობის მეთაური სარაგბო ბაზა „შევარდენზე“ იმყოფებოდა, სადაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილთან ერთად, სავარჯიშო დარბაზი და სათამაშო მოედნები დაათვალიერა.
„ტექნობუმის" დამფუძნებელი ანზორ ქოქოლაძე, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმის დროს ქონება უკანონოდ ჩამოართვეს, დღეს ქვეყნის ბიზნეს-გარემოს რადიკალურად გაუმჯობესებაზე "ასავალ-დასავალს" ესაუბრა.
პრემიერ-მინიტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა სრული კრახი განიცადა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის აღმაშფოთებელია, რომ მკვლელობაში ბრალდებული პირის მიმართ განაჩენი ვერ გამოიტანეს.
შესაძლოა, პარლამენტისა და მთავრობის შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ექსპერტი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრად დასახელდა რამდენიმე კანდიდატურა, მათ შორის, დავით უსუფაშვილი, მაგრამ მას ამ საკითხზე მყარი გადაწყვეტილების არსებობის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია.
"იმის უარყოფას, რომ ივანიშვილის გავლენა ხელისუფლებაზე დიდია, აზრი არა აქვს, თუმცა ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. ხელისუფლება უნდა უწევდეს მის აზრს ანგარიშს, მაგრამ მის ყველა ნათქვამს დირექტივად არ უნდა იღებდეს.
ჩვენ ნამდვილად არ შეგვიძლია ვთქვათ, თუ რომელი მოდელია ქართული საარჩევნო სისტემისთვის საუკეთესო, ეს თავად საქართველოში გადასაწყვეტი საკითხია - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა განუცხადა.
გერმანიაში, საქსონიის მხარეში საიდუმლო სარდაფი აღმოაჩინეს, სადაც ნაცისტური გერმანიის ლიდერი ადოლფ ჰიტლერი, ძვირადღირებულ ალკოჰოლურ სასმელებს ინახავდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.