ასპინძის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება ინტენსიურ ფაზაში გადავიდა და ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები სამუშაოებს სხვადასხვა მიმართულებით ასრულებენ.
მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩარმოთმევის 5 ფაქტზე გამოძიება დაასრულა, – ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ელექტრონული პეტიციების პორტალს ქმნის, – ინიციატივას, რომელზეც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ღია მმართველობის პარტნიორობის ევროპის რეგიონალური კონფერენციაზე ისაუბრა, საფრანგეთის დელეგაციის დადებითი შეფასება მოჰყვა.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" აღმაშენებლის ხეივანში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოები გადადო და შესაბამისად, კომპანიის მიერ თბილისის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის წყლის მიწოდების შეწყვეტის დაგეგმილი გრაფიკიც შეიცვალა.
ლარის დევალვაცია თავიდან ბოლომდე არის რეგიონში შექმნილი მდგომარეობა და ამის პოლიტიზირება არ შეიძლება, – ამის შესახებ “საქართველოს ბანკის” გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა განაცხადა.
რამ გამოიწვია თბილისის 139-ე სკოლის მეხუთე კლასელების მოწამვლა? როგორც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმმა ხათუნა ხარაზიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ბავშვებს ერთნაირი სიმპტომები - თავბრუსხვევა, მუცლის მოვლითი ტკივილებით აქვთ.
ცვლილების შედეგად, ხმაურთან დაკავშირებით რეგულაციები დაწესდება მხოლოდ ღამის საათებზე, დღის საათებზე კი ეს რეგულაციები მოიხსნება. რეგულაციები 23:00 საათიდან დილის 7:00 საათამდე იმოქმედებს.
გუშინ, რუსთავი 2–ის ეთერში ნაჩვენები იქნა ინტერვიუ საქართველოს ყოფილ და ძებნილ პრეზიდენტთან მ.სააკაშვილთან, სადაც მან ისაუბრა საკუთარ პოლიტიკურ გეგმებზე და საქართველოში "დაბრუნებაზე", იმ შემთხვევაში, თუ მას ქართველი ხალხი "დაუძახებს"!
"ქალი, რომელიც ცდილობს საქართველომ MAP-ი მიიღოს", - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი, ნაფტალი ბენდევიდი. სტატიაში საუბარია თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის ბრიუსელში ნატო-ს შტაბბინაში ვიზიტსა და საქართველოს პერსპექტივებზე.
ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის, რუსეთის, "აღმოსავლეთ პარტნიორობის", ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობისა და ეუთოს დირექტორატის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს ყოველწლიური დახმარება, 65 მილიონი ევრო 100 მილიონამდე გაზარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.