გორდი - კინჩხას დამაკავშირებელი გზის 5 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს. ამჟამად, ხდება გზის პირველადი ფენის დაყრა- მოსწორება, წყალგამტარი მილების მოწყობა, რის შემდეგაც დაიწყება ასფალტის დაგება. 

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველ ხალხს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს მოქლაქეები ააშენებენ სახელმწიფოს, რომელიც ერთნაირად მიმზიდველი იქნება ქართველებისთვის, აფხაზებისთვის, ოსებისთვის, საქართველოში მცხოვრები ყველა ერისა თუ ეთნიკური ჯგუფისათვის.

სრულად...

საქართველოს საზღვრიდან 50 კილომეტრში, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, მიწისძვრა მოხდა. სიმძლავრემ 4,7 მაგნიტუდა შეადგინა. შემთხვევა თბილისის დროით 05.20 საათზე მოხდა. ბიძგები საგრძნობი იყო საზღვრის მიმდებარე სოფლებში, თუმცა ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

სრულად...

საპარლამენრტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, მისთვის ის უფრო გასაკვირია, რომ ოპოზიციონერი კოლეგები “ნაციონალური მოძრაობის” შემადგენლობაში რჩებიან, – ასე ეხმაურება გია ვოლსკი “ნაციონალური მოძრაობის” ოთხი წევრის მიერ პარტიის დატოვებას.

სრულად...

ჩემთვის სამწუხაროა, რომ ეს ადამიანები ასეთი უპასუხისმგებლოები აღმოჩნდნენ, თუმცა, მათი წასვლა საერთო სურათში არაფერს ნიშნავს, - ასე შეაფასა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ "ნაციონალური მოძრაობის" წევერების მიერ პარტიის დატოვება.

სრულად...

"ნაციონალური მოძრაობის" დატოვების შესახებ ინფორმაციას ზურაბ ჯაფარიძე ადასტურებს. აღნიშნულთან დაკავშირებით მან "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე განცხადება გაავრცელა.

სრულად...

პარტიაში ყოველთვის არის განახლების პროცესი, მით უფრო, როცა არჩევნები ახლოვდება - ახლა ოპოზიციაში ყოფნა რთულია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა პატრიის სამი ლიდერის პარტიიდან წასვლის თაობაზე დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

სრულად...

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ქვემო სვანეთში, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ყველაზე მაღალმთიან სოფელ ზესხოში იმყოფებოდა. სოფელი ზღვის დონიდან 1800 მეტრზე მდებარეობს და იქ ამჟამად მხოლოდ ფრიდონ ქალდანის ოჯახი ცხოვრობს.

სრულად...

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა ნიკორწმინდის ეპისკოპოსად არქიმანდრიტი ვახტანგ ლიპარტელიანი დაადგინა.

სრულად...

საჩხერის პოლიციის უფროსმა, რეზო კობახიძემ თანამდებობა დატოვა. შსს-ს ინფორმაციით, კობახიძემ პოლიციის უფროსის თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება საკუთარი ნებით დაწერა და იგი კადრების განკარგულებაშია გადაყვანილი.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი