საქართველოს პრემიერ–მინისტრი სამუშაო ვიზიტად ლატვიის რესპუბლიკაში გაემგზავრა. „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტზე საქართველოს დელეგაციას ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს.
ძალიან კარგია, რომ ლარის გამყარება მიმდინარეობს. ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს განაცხადა.
მცხეთაში გამრიცხველიანებულ აბონენტებს წყლის საფასური გაუორმაგდათ. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სხდომაზე დღეს მიიღეს.
გენმოდიფიცირებული სოიოს შემოტანაზე ელგუჯა ხოკრიშვილის ბრძანება შესაძლოა, "მრეწველებმა" გაასააჩივრონ. აღნიშნული განცხადება, "მრეწველების" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ გააკეთა.
ვლადიმერ პუტინმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი სახელმწიფო სათათბიროს პალატებში ე.წ. სამხრეთ ოსეთთან „მეკავშირეობისა და ინტერგაციის ხელშეკრულების“ რატიფიცირების საკითხში თავის წარმომადგენლად დანიშნა.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ სახელმწიფოების მთავრობებს და პარლამენტებს, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის შემდგომი ნაბიჯის - გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭებისკენ მოუწოდებს.
თბილისის მერი დავით ნარმანია საკრებულოს კიდევ 5 მრჩევლის დანიშვნას სთხოვს. მერი მრჩევლების დანიშვნის საჭიროების მიზეზებს ჯერჯერობით არ განმარტავს. ჯერჯერობით მრჩევლების კანდიდატების ვინაობა არ სახელდება. ოპოზიცია „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკის პირობებში ნარმანიას შტატების გაბერვაში ადანაშაულებს.
საქართველო ყოველწლიურ შავი ზღვისა და კასპიის ზღვის რეგიონების ქვეყნების უსაფრთხოების მე-10 სიმპოზიუმს მასპინძლობს. დღეს სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა სიმპოზიუმი ოფიციალურად გახსნა.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების ყოფილი მინისტრის, ელგუჯა ხოკრიშვილის მიერ ხელმოწერილი ერთ-ერთი ბოლო ბრძანება პარლამენტის შესაბამის კომიტეტში ცხარე განხილვის თემაა.
რუსეთი მზად არის, გამოიყენოს თავისი შეიარაღებული ძალები ყოფილ საბჭოთა ქვეყნების ტერიტორიებზე გასაფართოვებლად. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა "ესოშიეთედ პრესთან" საუბრისას განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.