"რუსეთი დაინტერესებულია, რომ ჟენევის მოლაპარაკების ფორმატში განსახილველი საკითხების განხილვა გადაიტანოს ისეთ ჭრილში, თითქოს საქართველოს სალაპარაკო აქვს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, როგორც დამოუკიდებელ ქვეყნებთან", - ამბობს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მაია ფანჯიკიძე.
თბილისსა და თეირანს შორის დაძმობილების შეთანხმება გაფორმდა. ირანის ისლამური რესპუბლიკის დედაქალაქში შეთანხმებას ხელი მოაწერეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და თეირანის მერმა მოჰამად ბაყერ ყალიბაფიმ.
შსს-მ 1961 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი რევაზ კ, 1982 წელს დაბადებული იოსებ ხ. და 1958 წელს დაბადებული გოდერძი ო. ქურდობის მცდელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აპრილის თვის და იანვარ-აპრილის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს.
აშშ-ს პრეზიდენტი ბარაქ ობამა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობაზე ამახვილებს ყურადღებას.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა, ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე მდებარე კაფე-ბარ "რონიკასა" (ი.მ "გელა ახალაძე") და ჭავჭავაძის ქუჩაზე, კაფე-ბარ "ქართველოში" (ი.მ "ვაჟა ქართველიშვილი") დამზადებულ ოსტრსა და ქაბაბში ცხენის ხორცის გამოყენების ფაქტი გამოავლინეს.
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ისრაელის ელჩს საქართველოში, იუვალ ფუქსს შეხვდა. მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების საკითხები განიხილეს. იუვალ ფუქსმა ირაკლი ღარიბაშვილს ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ–მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს წერილი გადასცა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია და მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, დაბა ასპინძაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს.
კომპანია “პოლუქსი”- ს ორგანიზებით თურქეთის ქალაქ სტამბულში 18-21 ივნისს ტრენინგ ტური მოეწყობა, რომელზეც არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“ საგანგებო სტუმრის სტატუსით არის მიწვეული.
საბურთალოს რაიონის გამგებლის ინიციატივით შექმნილი საზოგადოებრივი საბჭოები მუშაობას იწყებენ. საბურთალოს რაიონის ტერიტორიული მართვის სამივე ერთეულის საზოგადოებრივი საბჭოს პირველი შეხვედრა საბურთალოს გამგებელთან ბექა მიქაუტაძესთან გამგეობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.