შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ზურაბ ნ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში, აფხაზეთის ქუჩაზე დააკავეს.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფილიპ ჰამონდმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების სარატიფიკაციო დოკუმენტს ხელი მოაწერა, რითიც ბრიტანეთმა დოკუმენტის რატიფიკაცია დაასრულა.
უნდა დაიწყოს პროფესიონალური, დასავლური ტიპის პოლიტიკური პარტიების მშენებლობა, რაც ასე აკლდა უკანასკნელი 25 წლის მანძილზე საქართველოს, რის შედეგადაც უამრავი შეცდომა იქნა დაშვებული დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფოს აღმშენებლობის პროცესში!
მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე გრიგალავა და გამგებლის მოადგილე გიორგი გოროზია მარტვილის მუნიციპალიტეტში დიდი ჭყონი-ლედგებე-გურძემი-კიწია-ნოღის გზის ასფალტობეტონის მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ.
მთავარი პროკურატურა ბაჩანა ახალაიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც guardian.ge უცვლელად გთავაზობთ:
“სააკაშვილმა კიევიდან ჩემი მოკვლა დაგეგმა!” -ამ სათაურით აქვეყნებს განცხადებას სოციალურ ქსელში ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი ლევან მამალაძე. ყოფილი გუბერნატორის თქმით, სააკაშვილი მის მოსაკლავად ქილერის შერჩევის პროცესშია.
თბილისი უკვე აქტიურად ემზადება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნეს ფორუმის მასპინძლობისთვის, რომელიც კავკასიის რეგიონში პირველად, მიმდინარე წლის 13-15 მაისს იმართება.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომის დროს დაღუპული 42 სამხედროს ცხედრების ფრაგმენტების დაკრძალვას დაესწრო.
აგვისტოს ომიდან შვიდი წლის შემდეგ იდენტიფიცირებული სამხედრო მოსამსახურეების ცხედართა ფრაგმენტები მუხათგვერდის ძმათა სასფლაოზე დღეს დაკრძალეს. სულ იდენტიფიცირებულია 42 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი.
იუსტიციის სახლთან მიმდინარე აქციაზე აქციის მონაწილეებსა და პატრულისა და დაცვის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა, დაკავებულია 1 მოქალაქე. აქციის მონაწილეებმა ცენტრალურ შესასვლელი ჩაკეტეს. სამართალდამცველები შეეცადნენ, რომ ისინი ტერიტორიიდან გაეყვანათ და შესასვლელი გაეხსნათ, თუმცა ამის საშუალება აქციის მონაწილეებმა არ მისცეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.