აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის მეტროპოლიტენი მგზავრებს დილის 4 საათამდე მოემსახურება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს თბილისის მერიაში ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ მერაბ მამულაშვილმა განუცხადა.
ლევან ყიფიანი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე რჩება. როგორც ლევან ყიფიანმა დღეს განაცხადა, მის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟთან დაკავშირებით ესაუბრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გია ვოლსკი დეპუტატებს მოუწოდებს, როდესაც სასამართლო პროცესია ჩანიშნული, გარკვეულ თემებზე საუბრისგან თავი შეიკავნონ. ამის შესახებ დეპუტატმა ე.წ. კაბელების საქმის თემის კომენტირებისას განაცხადა.
ე. წ. კაბელების საქმეზე წინასასამართლო სხდომა დროებით დაიხურა. აღნიშნულის მოტივი მხარეთა მტკიცებულებებში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი მასალების დასაშვებობაზე მსჯელობა გახდა.
გერმანიაში ძლიერი ქარიშხლის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ “ბიბისი” იტყობინება. ქარიშხალმა ავსტრიასა და შვეიცარიასაც გადაუარა. ქარის სიჩქარემ საათში 190 კილომეტრს გადააჭარბა.
თურქი პროკურორი, რომელიც გუშინ ორმა შეიარაღებულმა პირმა დაატყვევა, სპეცოპერაციის მიმდინარეობის დროს დაიღუპა.
ახალი შს მინისტრის პოლიტიკური ალღოთი კმაყოფილი ვარ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ის ეთერში გადაცემა “არჩევანში” “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გამართული 21 მარტის აქციის შეფასებისას განაცხადა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 2.2347 ლარი შეადგინა.
უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა პროტოკოლი დაარღვია და მას სხდომათა დარბაზში შემოსვლისას ხელი არ ჩამოართვა. როგორც ქუცნაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პროტოკოლის მიხედვით პრეზიდენტი ვალდებული იყო პირველივე შემხვედრი დეპუტატისთვის ხელი ჩამოერთვა.
შემოსავლების სამსახური დაუბეგრავი მინიმუმით მოსარგებლე პირთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. უწყებაში განმარტავენ, თუ რა კატეგორიის ადამიანები შეძლებენ დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნებას. guardian.ge შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.