შსს-ს აჭარის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული მამუკა ბ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონო შემოტანის ბრალდებით ბათუმში დააკავეს.
დიდ ბრიტანეთში 7 მაისს საპარლანეტო არჩევნები დაინიშნა. პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქამერონმა პარლამენტის დათხოვნის თხოვნით დედოფალს უკვე მიმართა.
ნოდარ ხადური ცოტა ხნის წინათ ფინანსთა სამინისტროს მიერ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ღონისძიებისთვის 67 ბიზნესკლასის "ტოიოტა ქემრის“ შეძენასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და ხსნის, თუ რატომ იყო მიზანშეწონილი ახალი ავტომანქანების შეძენა და ამისათვის 4,7 მილიონი ლარის გადახდა.
მილიარდერი ჯორჯ სოროსი ამბობს, რომ მას აქვს “უკრაინაში ინვესტირების კონკრეტული იდეები, ძირითადად, სოფლის მეურნეობის და ინფრასტრუქტურის პროექტებში“. როგორც სოროსმა ავსტრიულ გაზეთ „დერ სტანდარტს“ განუცხადა, მთლიანად უკრაინას 50 მილიარდი ევროს ინვესტიციები სჭირდება.
,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ბათიაშვილის განცხადებით, “ქვეყანაში ტერორიზმის სერიოზული სიმპტომებია” და ამის გამო სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, ყურადღებით იყვნენ და სათანადო ზომები მიიღონ. ამის შესახებ ბათიაშვილმა გადაცემა “იმედის კვირაში” ისაუბრა.
კახა კალაძის შეფასებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან ადრე წავიდა და ამისთვის როგორც კოალიცია, ასევე ხალხი მზად არ იყო. როგორც ვიდეოდიალოგისას კალაძემ აღნიშნა, ექსპრემიერის დაბრუნება პოლიტიკური პროცესებისთვის დადებითი იმპულსის მიმცემი იქნება.
ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” ის მისია შეასრულა, რის გამოც შეიქმნა და ყველასთვის ცნობილია, რომ ადრე თუ გვიან ის დაიშლება.
ნოდარ ხადურის განცხადებით, წელს 5%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა გაჭირდება, თუმცა მისი თქმით, „ბევრი რამ აჩვენებს, რომ ეკონომიკური ვითარება ქვეყანაში გაუმჯობესდა“, თუმცა მისივე თქმით, „მსოფლიოში ცხოვრების დონით 114-ე ადგილზე ვართ, ასე ვიყავით შევარდნაძის დროს, სააკაშვილის დროს და სამწუხაროდ, დღესაც ასე ვართ“, ამის შესახებ ხადურმა „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
პარტია “ქართული ოცნების” ყოფილი აღმასრულებელი მდივანი ზვიად ჯანყარაშვილი გია უდესიანთან ბიზნესპარტნიორობის შესახებ გავრცელებულ ბრალდებებს რამდენიმე დღეში თავად უპასუხებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანყარაშვილის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ დღეს განუცხადა.
ძლიერი ქარის გამო, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ელექტროენერგია 17 308 აბონენტს არ მიეწოდება. რაც შეეხება ქალაქ ზუგდიდს და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიას, ჯამში ელექტროენერგიის გარეშე დაახლოებით 6 900 აბონენტია დარჩენილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.