შსს-ს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად საქართველოს ოთხი მოქალაქე ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე დააკავეს.
გუშინ მოკლული ბიზნესმენის, ბესო ხარძიანის მეგობარი ირაკლი კორძაია ხარძიანის კუთვნილი ქონების დაბრუნების ხელოვნურად შეყოვნების პროცესს მთავარი პროკურორის ყოფილ პირველ მოადგილეს, ლაშა ნაცვლიშვილსა და შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილ უფროსს, ზვიად ჯანყარაშვილს უკავშირებს.
საქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრის, ნიკა გილაურის 2008 წლის სახელფასო და საპრემიო მონაცემების შესახებ ინფომაციას აქვეყნებს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრი
საქართველოს პროკურატურა მოქალაქე ბესარიონ ხარძიანის გარდაცვალების ფაქტზე ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს.
ერთი მკვლელისკენ მიდის კვალი, რომელიც ციხეშიც კლავდა ჩემს ძმას, - განაცხადა გარდაცვლილი ბიზნესმენის ბესო ხარძიანის დამ მაია ხარძიანმა. როგორც მაია ხარძიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის შეკვეთილი მკვლელობა.
მიყენებული ჭრილობების შედეგად ბიზნესმენი ბესო ხარძიანი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესცენტრის ინფორმაციით, ხარძიანს ცეცხლსასროლი იარაღიდან მიენებული მრავლობითი ჭრილობა აღენიშნებოდა და მისი მდგომარეობა სიცოცხლისათვის შეუთავსებელი იყო.
„ჩვენი ამოცანაა მოქმედი კონსტიტუციის სრულყოფა და არა ახალი კონსტიტუციის მიღება“, ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა, თბილისში, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში გამართულ, საკონსტიტუციო კომისიის რიგით მესამე სხდომაზე განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრებს ხვდება. შეხვედრა "ქართული ოცნების" ოფისში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. სხდომას ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძეც ესწრება.
გერმანული ავიაკომპანია "ლუფთჰანზა" რამდენიმე დღის წინათ საფრანგეთის ალპებში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულების ოჯახის წევრებს 50 000 ევროს გადაუხდის, გამომდინარე იქედან, რომ კომპანია "ჯერმანვინგი" "ლუფთჰანზას" შვილობილი კომპანიაა. ამის შესახებ გერმანული მედია იტყობინება.
ლიტვის პრეზიდენტის დალია გრიბაუსკაიტეს განცხადებით, ლიტვა და ბალტიის სხვა ქვეყნები თავდაცვისთვის მზად უნდა იყვნენ და არ უნდა ელოდონ, რომ ნატო ან სხვა ქვეყნები მათ დაიცავენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.