21 მარტის აქციის შემდეგ, ,,ნაციონალურ მოძრაობაში“ დაწყებული დაპირისპირება გრძელდება. კერძოდ, გიგა ბოკერია პარტიის დატოვებას გეგმავს, სანაცვლოდ კი ამერიკის შეერთებული შტატებისგან მხარდაჭერას ითხოვს. ბოკერიას ახალი გეგმით, საქმე სისხლისღვრამდეც უნდა მივიდეს, რომ პროცესებში პატრიარქი ჩაერთოს. ამ საკითხზე გაზეთი ,,ალია“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.
თუ პრემიერს უნდა, რომ რეალობა დაინახოს, გამოვიდეს შენობიდან და ნახოს, რა მდგომარეობაში არიან ჩვეულებრივი მოქალაქეები, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა პავლე კუბლაშვილმა განაცხადა.
გერმანიის პარლამენტმა საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ამის შესახებ გერმანიის საზოგადოებრივი რადიომაუწყებელი “დოიჩლანდფუნკი” იტყობინება.
ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ც ჰეპატიტის პროგრამის შესახებაც ისაუბრა და მას, „უპრეცედენტო პროგრამა “ უწოდა. პრემიერის თქმით, ც ჰეპატიტის პროგრამის ფარგლებში ათობით ათას ადამიანს მიეცემა განკურნების საშუალება.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ უპასუხა. ალასანიას შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილმა არ იცის, რა არის ვაჟკაცობა და რა არის სპეკულაცია. ალასანია ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს, რომ თავდაცვითი შეიარაღების გადმოცემაზე ხელისშეშლა სახელმწიფოს მავნებლობაა.
სახლში ორი პენსიონერი მყავს, რომლებიც სულმოუთქმელად ელოდებიან პენსის ზრდას, – აღნიშნული განცხადება ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა “მაესტროს” ეთერში გააკეთა.
ირაკლი ალასანიას მიერ სახელმწიფო საიდუმლოების თემებით სპეკულირება არის უზნეობა და არავაჟკაცური საქციელი, – ამის შეახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა მინისტრის მუშაობა დამაკმაყოფილებელი არ არის, უახლოეს პერიოდში საქართველოს მთავრობაში ცვლილებები არ იგეგმება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო “ჰოლიდეი ინში”, მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ მიმდინარე პრესკონფერენციაზე იმ პროექტებზე ისაუბრა, რაც პოლიციაში განხორციელდა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ახალი მთავრობის მთავარი მონაპოვარი არის ის, რომ პოლიციის მიმართ ნდობა აღდგა.
ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მასმედიასთან შეხვედრაზე ლარის კურსთან დაკავშირებითაც ისაუბრა და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ სავალუტო პროცესები სწორედ საგარეო ფაქტორების ზეგავლენას უკავშირდება. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობა უცხოეთიდან რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის შემოდინებას ელოდება, რაც ლარის კურსის დასტაბილურებას გამოიწვევს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.